საქორწინო ცერემონიალის ტრენდები წლიდან წლამდე იცვლება. იცვლება არამხოლოდ სამოსი - იცვლება მოთხოვნები სივრცისადმი,დეკორი, ფერთა გამა. ხანდახან მეორდება რამდენადმე შეცვლილი ძველი ტენდენცია. ქორწილი ღია სივრცეში და სანაპიროზე, არატრადიციული ყვავილები თაიგულში, ბუშტები და ინდივიდუალური წერილები თითოეეული სტუმრისთვის - წარმოგიდგენთ 2019 წლის ტრენდულ ელემენტებს საქორწინო ცერემონიისთვის.
საქორწინო ცერემონიალების ორგანიზატორის ჯესიკა სლოანის აზრით, წვეულების თითოეულ დეტალს, შინაარსი და დატვირთვა აქვს. თბილი განათება, რბილი ტექსტურა და ნათელი ფოტოგრაფია ბოლო წლების, დომინანტი მახასიათებლებია. ფრინველების გამოსახულებებითა და ჰარმონიული ელემენტებით დეკორის გალამაზების სურვილი, მიუთითებს, რომ თანამედროვე წყვილებისთვის, თავიანთი ახალი ცხოვრების აღსანიშნავი დღეც, განსაკუთრებული თავგადასავალია.
არსებობენ წყვილები, რომლებიც საქორწინო წვეულების აღსანიშნავად, ტრადიციულად დარბაზის ტიპის სივრცეს ამჯობინებენ. ცერემონიალში კლასიკური დეკორით, მაქსიმალურად სადა, პასტელის ფერებში გადაწყვეტილი, ელეგანტური ვახშამი უნდა იყოს. კიდევ ერთი ცნობილი საქორწინო დიზაინერის, ლაურა აირენის თქმით, საუკეთესო ვარიანტი ინსპირაციისთვის, საკუთარი ბებოების სავახშმო მაგიდის ფოტოებია. ვერცხლის შანდლები, თეთრი ხელსახოცები, ოქროსფერი დეტალებით, მაქმანიანი სუფრა და ბროლის ჭურჭელი - 2019 წლის კლასიკური ქორწილის შემადგენელი, საუკეთესო ელემენტებია.
რაც შეეხება ტორტს - ის 2018 წლის ტენდენციის თანახმად, მასშტაბურობას და ეფექტურობას ინარჩუნებს. მაქსიმალურად შეხამებული უნდა იყოს დეკორაციასთან და თბილი ბრინჯაოს, რბილი ნაცრისფრის, ღია ლურჯისა და ოქროსფერის ტონალობაში გადაწყვეტილი.
როგორც ამბობენ, სამეფო ქორწილების ბედი, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის საქორწინო ცერემონიამ განსაზღვრა. უზარმაზარი ყვავილების თაღს, ვერც ერთი, ამ ტიპის ქორწილის ორგანიზატორი გვერდს ვერ აუვლის.
ქორწილებს გარე სივრცეში, ალამაზებენ გრანდიოზული ყვავილების სცენითა და თაღით. ჭარბად პამპაისა და ხორბლის მცენარეებით. რომლებიც არამხოლოდ წყვილისთვის განკუთვნილ სცენას ალამაზებენ, არამედ სტუმრებისთვის განკუთვნილ სივრცესაც.
2019 წელს, საქორწინო წვეულებაზე სტუმრებს ინდივიდუალური ბარათები ხვდებათ. რომელშიც წყვილი, მათი სტუმრობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. იმ შემთხვევაში კი, თუ ქორწილი მცირე მასშტაბისაა, ჭურჭელიც კი ინდივიდუალური ელემენტებითაა გაფორმებული.
როგორც დასაწყისში ვთქვით, თანამედროვე წყვილები, ქორწილისთვის ღია სივრცეებს ამჯობინებენ, მოსწონთ სხვადასხვა ზომის ბუშტებისგან აგებული კედლები და ხავერდის სუფრიანი, გრძელი ან მრგვალი მაგიდები, რომლებზეც სტუმრები არ არიან მცირე ჯგუფებად დაყოფილი. უფრო და უფრო მეტად ერთვებიან საკუთარი ქორწილის დაგეგმვაში და თავიანთ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღის წარმართვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დაგეგმე შენი საუკეთესო ქორწილი აქ: http://wedder.ge/
კომენტარები