ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

„SHTAB”, „უჯაფო“, „აუზზე“ - ვინ არის ახალგაზრდა წყვილებისთვის ყველაზე საყვარელი საწვეულებო სივრცის შემქმნელი, რომელმაც მეუღლის ბებია და ბაბუას, ფოტო-პროექტისთვის ჯვარი დასწერა

4005

- მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჭირდება, მაინც დავიწყოთ ტრადიციულად და გაგვაცანი შენი პერსონა - ვინ რის გიორგი ტორონჯაძე, იგივე "ტორო"?

 

- ტორო არის ფოტოგრაფი და ახლა უკვე ბიზსნესმენი. მაქვს ორი ბიზნესი - „უჯაფო“ და „შტაბი“; ასევე, საყვარელი ქმარი და კარგი მამა - მე ასე შევაფასებდი საკუთარ თავს.

 

- რა არის შენთვის ფოტოგრაფია? რატომ და როდიდან დაინტერესდი? 

 

- ფოტოგრაფიით ათი წლის წინ დავინტერესდი. პირველად ვიღებდი „Zenit”-ის აპარატით. ვმუშაობდი ბანკში, საიდანაც შემცირებების გამო გამომიშვეს. მაშინ ადვილად არ იშოვებოდა სამსახური და ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩდა. ფოტოების გადაღება დავიწყე ჯერ Zenit”-თ, შემდეგ კი განვითარება მომინდა და “Nikon”-ის აპარატი ვიყიდე, განვადებით, რვაას ლარად. პირველად ჩემი მეგობრის ქორწილი გადავიღე უფასოდ. მეორედაც ჩემი მეგობრის და ასე დაიწყო ჩემი მოღვაწობა ამ სფეროში.

 

- ქორწილების გადაღებას ფოტოგრაფები ძირითადად ფინანსური საჭიროების გამო იწყებენ. ვიცნობ ფოტოგრაფებს, რომლებმაც თავიანთი ხიბლი და თითქოს ნიჭი დაკარგეს ამ ტიპის საქმიანობაში. ვეღარც შემოქმედებით ფოტოებს იღებენ და არც ქორწილების გადაღება გამოსდით. შენთვის რას ნიშნავს ქორწილის გადაღება? არის თუ არა სიამოვნების მომტანი პროცესი?

 

- ქორწილის გადაღება, დღეს რა თქმა უნდა ყველასთვის ფინანსური შემოსავლის წყაროა და ბევრმა სწორედ ამის გამო დაიწყო გადაღება, როცა ხუთი წლის წინ ბაზარზე სულ სხვა სურათი იყო და ახლა ძალიან უარყოფითად ისახენა.  ბევრი ძალით ფოტოგრაფობს.

ჩემთვის თოთოეული ქორწილის გადაღება მნიშვნელოვანია. წერ ისტორიას წყვილისთვის, რასაც სხვა დროს ვეღარ განიცდის. ისევე. როგორც მე, ბევრ სხვა ფოტოგრაფს, არ უყვარს რესტორნის გადაღება და ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქ შემოქმედებითი მხარე საერთოდ არ არის. მაგრამ ყველაფერი, რაც რესტორნამდე ხდება - ჯვრისწერიდან ფოტოსესიამდე, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო.

 

-  რა არის  მთავარი იმისთვის, რომ კარგი ფოტო გადაიღო? წყვილი და მათი განწყობა, გარემო, ამინდი და განათება თუ ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლადაც შეუძლია ფოტოგრაფს ჯადოსნური კადრის დაჭერა/შექმნა?

 

- ქორწილში დეალური კადრის შესაქმნელად, ძალიან ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ  პირველ რიგში - დამჯერი წყვილი. უნდა გენდონ და ისეთ დროს მოაწყონ ფოტოსესია, როდესაც იდეალური განათებაა. ამას მე იდალურ შუქს ვეძახი: ხუთი საათის შემდეგ, როცა მზე ზენიტში აღარ არის, ჩადის.  არის ყვითელი განათება და იდეალური ფოტოები გამოდის. გვხვდება შემთხვევები, როცა წყვილს გადაღება საერთოდ არ უნდა(ხშირად მამაკაცს), ესეც ძალიან რთულია; რთულია მუშაობა უხასიათო წყვილთან.  მხიარული, დამჯერი წყვილის შემთხვევაში ფოტოები გამოდის იდეალური.

 

- აუცილებლად უნდა მოგვიყვე შენს ერთ-ერთ „პროექტზე“, რომელმაც სრულიად სოციალური სამყარო, დადებითი ემოციებით აავსო.  ვგულისხმობ საყვარელ, მოხუც წყვილს

 

- პირველი ვიყავი, ვინც ეს პროექტი გააკეთა და ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰპოვა მაშინ და დღემდე ბევრგან მხვდება, ჩვენი გვერდიდანაც უამრავი გაზიარება ჰქონდა. ესენი არიან ჩემი მეუღლის ბებია და ბაბუა. ერთხელ, როცა ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე, ასაკოვანი წყვილის ფოტო ვნახე, გაჩნდა იდეა: „რატომაც არა, მოდი გადავიღოთ!“ - და  ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემი მეუღლე, ჩავედით თელავში ბებია-ბაბუასთან. წავიღეთ დაწნული გვიგვინი და მეორეულში ნაყიდი ძალიან ლამაზი კაბა, დავწერეთ ჯვარი, ფოტოები გადავიღეთ ნადიკვარზე, თელავში. ძალიან ბევრი ვინერვიულე ამ პროექტზე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.985

- როგორი იყო ამ განსაკუთრებულ წყვილთან მუშაობა?

 

- ცოტა რთული იყო, მაგრამ როგორც ქორწილებში, აქაც ეს ხერხი გამოვიყენე, ფოტოებს ვიღებდი მაშინ, როცა ფიქრობდნენ რომ საერთოდ არ ვიღებდი. ეს ყოველთვის მეხმარება ნამდვილი ემოციის დაჭერაში.  საბოლოო ფოტოების ჩაბარებისას, წყვილი ხვდება, რომ იდეალური ფოტო გადავიღე მაშინ, როცა ეგონათ, რომ არ ვუღებდი და ხვდებიან, რომ უნდა დაეჯერებინათ ჩემთვის. ამ წყვილთანაც იგივე მიდგომა მქონდა და გაამართლა.

 

- გადავიდეთ შენს მეორე საქმიანობაზე. პირველი კითხვა ასეთი მექნება. შენი აზრით რატომ გახდა ტრენდული გარე სივრცეში საქორწილო წვეულება. არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით, რომ ქორწილი დარბაზში აღარ არის „პონტი“. განსაკუთრებით თბილ სეზონებზე, როცა ამინდი იძლევა ამის საშუალებას

 

- ღია სივრცეებში, ქორწილის აღნიშვნის ტრენდულობა, განაპირობა იმან, რომ უფროსი თაობა, რომლებაც „რესტარნის“ ქორწილები ურჩევნიათ, ვეღარ ერევიან შვილების თაობას, რომლებმაც გააცნოებიერეს, რომ რესტორანში ჭიქების ჭახუნს, სჯობს შენი განსაკუთრებული დღე, მეტად დასამახსოვრებელი გახადო და ლამაზ სივრცეში, ლამაზი ხედით, შენს მეგობრებთან ერთად ძალიან კარგი დრო ატარო.

 

- მოგვიყევი შტაბის შექმნის ისტორია.

 

- "SHTAB” მე და ჩემმა მეუღლემ, სამი წლის წინ შევქმენით. მიუხედავად იმისა, რომ წვეულებებისთვის ქირავდებოდა სახლები, მაინც არ იყო კომფორტული სივრცე, სადაც თავისუფლად, კარგად გაერთობოდი, მუსიკას თავისუფლად მოუსმენდი და ა.შ.  დავიწყეთ ძიება და ვიპოვეთ რესტორანი „ნაფეტვრები“, რომელიც სრულიად გადავაკეთეთ წვეულებების სივრცედ.

შემდეგ უკვე ექვსი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან კარგი ეზო გვქონდა  და ეს ეზო ავითვისეთ საზაფხულო პროექტისთვის „აუზზე“ . სამი თვით გამოვდივართ გარეთ და ვეგებებით მზეს, შემდეგ კი შევდივართ ისევ „შტაბში“.

წელს გადავწყვიტეთ, რომ ქორწილებისთვისაც დაგვეთმო “SHTAB”-ის  სივრცე და შედეგმა აქაც გადააჭარბა მოლოდინს. ძალიან ბევრი ქორწილი გვქონდა, ბევრი ქორწილი იგეგმება. სექტემბერში, მოთხოვნის მიუხედავად ადგილები თითქმის აღარ გვაქვს. თბილისიდან მხოლოდ 1,5 კმ-ია დაშორება , სულ ხუთი წუთის სავალ გზაზე და მიუხედავად ამისა, საერთოდ არ იგრძნობა, რომ თბილისში ხარ - ეს ძალიან მოსწონთ.

 

- ქორწილის გარდა, რაში შეიძლება გამოიყენონ ეს სივრცე და რამდენად ხელმისაწვდომია ის?

 

- შტაბი არის სივრცე ყველა ტიპის წვეულებისთვის. ეს იქნება დაბადების დღე, კორპორაციული წვეულება თუ ქორწილი. კარგი სასმელით, ფურშეტით, ფოტოგრაფით, გიფერით. ყველაფრით, რაც კარგი წვეულების აღნიშვნას სჭირდება.

 

- მადლობა ინტერვიუსთვის. Wedder.ge-ს გუნდი წარმატებებს გისურვებს და ვიმედოვნებთ სასიამოვნო თანამშრომლობას.

 

SHTAB


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4796

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6776

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი