ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

უფროსი თაობა, რომლებსაც „რესტარნის“ ქორწილები ურჩევნიათ, ვეღარ ერევიან თაობას, რომლებმაც გააცნოებიერეს, რომ რესტორანში ჭიქების ჭახუნს, სჯობს შენი განსაკუთრებული დღე, მეტად დასამახსოვრებელი გახადო

3424

ქორწილი და წვეულებები ღია სივრცეებში - ეს ის არის, რაც თანამედროვე ახალგაზრდებს ყველაზე ძალიან მოსწონთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ტიპის სივრცე შექმნა, ფოტოგრაფი გიორგი ტორონჯაძე და მისი მეუღლე არიან. რა გახდა, დახურული, კლასიკური სივრცეებიდან წვეულებების ამ ტიპის სივრცეებში გატანის მიზეზი, ამის შესახებ ფოტოგრაფი და "SHTAB-ის შემქმნელი გვესაუბრება.

 

- რატომ გახდა ტრენდული გარე სივრცეში საქორწილო წვეულება. არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით, რომ ქორწილი დარბაზში აღარ არის „პონტი“. განსაკუთრებით თბილ სეზონებზე, როცა ამინდი იძლევა ამის საშუალებას.

 

- ღია სივრცეებში, ქორწილის აღნიშვნის ტრენდულობა, განაპირობა იმან, რომ უფროსი თაობა, რომლებსაც „რესტარნის“ ქორწილები ურჩევნიათ, ვეღარ ერევიან შვილების თაობას, რომლებმაც გააცნოებიერეს, რომ რესტორანში ჭიქების ჭახუნს, სჯობს შენი განსაკუთრებული დღე, მეტად დასამახსოვრებელი გახადო და ლამაზ სივრცეში, ლამაზი ხედით, შენს მეგობრებთან ერთად ძალიან კარგი დრო ატარო.

 

- მოგვიყევი შტაბის შექმნის ისტორია.

 

- "SHTAB” მე და ჩემმა მეუღლემ, სამი წლის წინ შევქმენით. მიუხედავად იმისა, რომ წვეულებებისთვის ქირავდებოდა სახლები, მაინც არ იყო კომფორტული სივრცე, სადაც თავისუფლად, კარგად გაერთობოდი, მუსიკას თავისუფლად მოუსმენდი და ა.შ.  დავიწყეთ ძიება და ვიპოვეთ რესტორანი „ნაფეტვრები“, რომელიც სრულიად გადავაკეთეთ წვეულებების სივრცედ.

 

შემდეგ უკვე ექვსი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან კარგი ეზო გვქონდა  და ეს ეზო ავითვისეთ საზაფხულო პროექტისთვის „აუზზე“ . სამი თვით გამოვდივართ გარეთ და ვეგებებით მზეს, შემდეგ კი შევდივართ ისევ „შტაბში“.

 

 წელს გადავწყვიტეთ, რომ ქორწილებისთვისაც დაგვეთმო “SHTAB”-ის  სივრცე და შედეგმა აქაც გადააჭარბა მოლოდინს. ძალიან ბევრი ქორწილი გვქონდა, ბევრი ქორწილი იგეგმება. სექტემბერში, მოთხოვნის მიუხედავად ადგილები თითქმის აღარ გვაქვს. თბილისიდან მხოლოდ 1,5 კმ-ია დაშორება , სულ ხუთი წუთის სავალ გზაზე და მიუხედავად ამისა, საერთოდ არ იგრძნობა, რომ თბილისში ხარ - ეს ძალიან მოსწონთ.

 

- ქორწილის გარდა, რაში შეიძლება გამოიყენონ ეს სივრცე და რამდენად ხელმისაწვდომია ის?

 

- შტაბი არის სივრცე ყველა ტიპის წვეულებისთ. ეს იქნება დაბადების დღე, კორპორაციული წვეულება თუ ქორწილი. კარგი სასმელით, ფურშეტი, ფოტოგრაფით, გიფერით. ყველაფრით, რაც კარგი წვეულების აღნიშნვნას სჭირდება.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4793

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი