მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მომავალი პატარძლებისთვის ე.წ. "bachelorette party" საკმარისი აღარ არის. მათ მეტი სურთ. მეტი, ვიდრე რამდენიმე საათიანი გართობაა მეგობრებთან ერთად. დაუვიწყარი მოგონებებისთვის ისინი სხვადასხვა ტიპის, განსაკუთრებულ ადგილებში მიემგზავრებიან.
გთავაზობთ 7 ადგილს, მსოფლიოში, სადაც ქორწინებამდელი პერიოდით ტკბობა, განსაკუთრებულად მძაფრი და საინტერესო იქნება.
„Vail Collective Retreat“, კოლორადო
ეს განსაკუთრებული კომპლექსი, გათვალისწინებულია არამხოლოდ მომავალი პატარძლის, არამედ მისი მეგობრებისთვისაც. ბუნებასთან ახლოს, მომავალ პატარძალს შეუძლია საოცარი დრო გაატაროს და დაუვვიწყარი მოგონებები შეიქმნას.
„Grand Banks Oyster Bar“, ნიუ-იორკი
მოკლევადიან დასვენებას და გასართობი წვეულების მოწყობას, ნიუ იორკის სათხილამურო, ყინულოვან ბარშიც შეძლებთ.
„21c Museum Hotel Louisville“, კენტუკი
„21c Museum Hotel Louisville“ მუზეუმი და სასტუმროა, შთამბეჭდავი და ორიგინალური ინტერიერით. აქ დაუვიწყარი წინასაქორწინო წვეულების მოსწობაა შესაძლებელი.
„Zuma Sanctuary“, კალიფორნია
ვისაც კემპინგი უყვარს, მალიბუში, ოკეანის სანაპიროზე, პალმების ჩრდილში ნებივრობა, მზის ჩასვლისა და ამოსვლის დაუვიწყარი პეიზაჟის ცქერა - „Zuma Sanctuary“-ში შეუძლია.
„Bali at Sayan“, ინდონეზია
თუ გინდათ, რომ ეს პერიოდი, ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს იყოთ, შუაგულ ჯუნგლებში მდებარე კომპლექსს უნდა ეწვიოთ, რომელიც ოთხივე სეზონზე აქტიურია.
„Goblin Valley State Park“, იუტა
მაგრამ თუ მაინც და მაინც ჯუნგლებში არ გსურთ წასვლა, შეგიძლიათ იუტაში, გობლინის ველზე, სახელმწიფო ნაკრძალში. 25-დან ერთ-ერთ, კარვის ტიპის ნაგებობაში გაატაროთ დრო.
„The Gritti Palace“, იტალია
იმ შემთხვევაში თუ არც ველური ბუნების მოყვარული ხართ და არც კემპინგის, არისტოკრატული დასვენება შეგიძლიათ მოისყოთ იტალიაში, „The Gritti Palace“-ს საპრეზიდენტო აპარტამენტებში.
კომენტარები