ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ძმაკაცი საცოლის ნაცვლად - ქორწილის მხიარული ისტორია და სიურპრიზი, რომელსაც პატარძალი, ნიშნობის დღიდან გეგმავდა

15404

მარიამ ადიკაშვილმა და ლევან მაღლაკელიძემ, ჯვარი სულ ცოტა ხნის წინ დაიწერეს. მათი ქორწილი კი ნამდვილად არ ყოფილა სტანდარტული - ქორწილს ორი პატარძალი ჰყავდა, თუმცა არც ერთი არ გაქცეულა. პირიქით, მეორე პატარძალი, ნამდვილი პატარძლის კრეატიული და მხიარული იდეით გაჩნდა, რომელმაც ქორწილიც გაახალისა და მოგვიანებით მთელი სოციალური ქსელიც. პატარძლის მოლოდინში, სასიძოსთან მარიამის ნაცვლად, საპატარძლო კაბაში შემოსილი ძმაკაცი მივიდა. ნახეთ ვიდეო და გაეცანით ინტერვიუს პატარძალთან, რომელიც სიურპრიზ ნიშნობის დღიდან გეგმავდა.

 

- გამარჯობა მარიამ. პირველ რიგში გაგვაცანით თქვენი თავი და მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია.

 

- გამარჯობა. მე და ლევანი 4 წლისები ვართ ერთად. ერთმანეთი ჩვენს ტაძარში გავიცანით, სადაც მე ვგალობ, ლევანი კი სტიქაროსანია. ჩვენი ისტორია გაცნობიდან მალევე დაიწყო(ისეთი ტკბილია დიდხანს არ მიწვალებია) და მას შემდეგ ერთად ვართ. გვიკამათია კიდეც და გვიჩხუბია, მაგრამ ვამაყობ, რომ ურთიერთობის დაწყების პერიოდიდან, არც ერთი დღე არ გაგვიტარებია ,,დაშორებულების" სტატუსში მყოფებს. 

   

 

- აუცილებლად უნდა გვესაუბროთ თქვენს მხიარულ ქორწილზე. საიდან გაჩნდა იდეა, რომლიც მიხედვითაც მეუღლეს მხიარული სიურპრიზი მოუწყვეთ და მთელი სოციალური ქსელი გაამხიარულეთ?

 

- ეს იდეა გამიჩნდა იმ წუთიდან, როდესაც ლევანმა ხელი მთხოვა. მეც მინდოდა მისთვის სიურპრიზი მომეწყო და მგონი გამომივიდა კიდეც. მსგავსი ტიპის ვიდეო, სოციალურ ქსელში ვნახე და იმ წუთიდან დავიწყე ფიქრი, რომ რამე მსგავსს მეც აუცილებლად გავაკეთებდი ჩემს ქორწილში.

   

 

- ვინ დაგეხმარათ იდეის განხორციელებაში?  ვინ არის მეორე "პატარძალი?"

 

- იდეის განხორციელებაში ლევანის მეგობარი გიგა კაჭკაჭიშვილი დამეხმარა. ბევრი ვიფიქრე როგორ ,,დამეკერა" პატარძლობაზე, მაგრამ წვალებაც არ დამჭირვებია. იდეა მასაც მოეწონა და ერთობლივად დავიწყეთ ამ საქმეზე ,,მუშაობა”.

 

- როგორ რეაქციას ელოდით სასიძოსგან?

 

- მეშინოდა ვინმეს არ წამოსცდენოდა. ბოლომდე მეეჭვებოდა, ხომ არ იცოდა, მაგრამ “გადავრჩი”. დაახლოებით ისეთ რეაქციას მოველოდი, როგორიც ჰქონდა.

 

- ქორწილის დაგეგმვაში თუ იღებდით მონაწილეობას და რამდენად რთული იყო ეს პროცესი?

 

- ქორწილის დაგეგმვა სრულად დაემთხვა ჩემი უნივერსიტეტის დამთავრების წინა პროცესებს, მაგრამ მაინც მთლიანად ვიყავი ჩართული ორგანიზებაში. არ ყოფილა ისეთი მარტივი და სახალისო, როგორიც მეგონა. იმდენად დატვირთულები ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც, რომ ბოლოს მივხვდი რომ მენატრებოდა. მაგრამ ნამდვილად ღირდა.

 

- wedder.ge არის სრულიად პლატფორმა, რომელიც წყვილებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, ქორწილისთვის საჭირო ყველა ელემენტი ერთ სივრცეში იპოვონ, შეადარონ ფასები, შეადგინონ ბიუჯეტი და დაგეგმონ ქორწილი. გამოიყენებდით თუ არა ამ ტიპის საიტს თქვენი ქორწილის დასაგეგმად?

 

- ასეთი საიტი ძალიან დამეხმარებოდა ქორწილის ორგანიზების საკითხების მოგვარებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ დამშვიდებული ვერ დაველოდებოდი ჩემი ქორწილის დღეს, მირჩევნია მე ვიწვალო ყველაფერზე, მაგრამ ზუსტად ისეთი გამომივიდეს, როგორზეც მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ. 

 

- მადლობა ინტერვიუსთვის და გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას!

 

- დიდი მადლობა!

 

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა:


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6782

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი