კომპანიის დამატება

Wedder.Ge
Facebook
Facebook
Google
Google
ავტორიცაზია ელ-ფოსტით
დაგავიწყდათ პაროლი?
Facebook
Facebook
Google
Google
ან დარეგისტრირდით ელ-ფოსტით
მე ვარ:
თუ ხარ დარეგისტრირებული გაიარე ავტორიზაცია
პაროლის აღდგენა
შეიყვანეთ ახალი პაროლი

ნინი დედალამაზიშვილი: როგორ იქმნება წარმატებული პროექტები

  • 13.08.2019

დღევანდელ დღეს კომპანიებს სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის მომსახურება, რომელიც მათ იმიჯზე დადებითად აისახება: ივენთის ორგანიზება, გადაღების დაგეგმვა, სწორი პოზიციონირება, კრიზისების მართვა. ამ ყველაფერთან დაკავშირებულ, საქმიან გამოცდილებას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინი დედალამაზიშვილი გვიზიარებს.

 

 

- ნინი, რა არის საჭირო წარმატებული პროექტების შესაქმნელად?

 

- პირველ რიგში ენთუზიამი და საკუთარი საქმის სიყვარული. თავიდან ყველაფერი იდეით იწყება. ამას მოყვება უკვე კონკრეტული გეგმის შედგენა, თუ რა სჭირდება პროექტის წარმატებით დასრულებას. წინასწარ განისაზღვრება სამოქმედო პერიოდი(მოსამზადებელი და შესრულების) და შედეგები. საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ყველაზე დიდ სიამოვნებას, ჩაფიქრებული იდეის ხორცშესხმა და პროცესის მონიტორინგი მანიჭებს. 

 

 

- თქვენს მიერ განხორციელებულ, რომელ პროექტს გამოარჩევდით?

 

- პირველად, პროექტების განხორციელება მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ხმების ბაზაზე დავიწყე, 16 წლის ასაკში. კონფლიქტების მოგვარების ნაწილში, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც აფრიკის კონფლიქტური ზონებიდან, ახალგაზრდა თაობების შეხვედრები მიმდინარეობდა, კონფლიქტის მოგვარებისა და საერთო ენის გამონახვის მიზნით. ვამაყობ ამ პროექტით და ვფიქრობ, რომ მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში, ამ ტიპის პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროფესიით სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე. ჩართული ვიყავი, ლევან კორინთელის კინო-პროექტების „გასეირნება ყარაბაღში“ და „კონფლიქტის ზონა“ ამ ყველაფრის პიარ კამპანიაში. რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, როგორც პროფესიულ ასევე კინოსფეროში მოღვაწეობის, რადგანაც თანამედროვე ქართული კინოს თავიდან აღორძინებაში, ლევან კორინთელი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯების ავტორია და დიდი წვლილი მიუძღვის.  საოცარი ადრენალინია, როდესაც შენს მიერ განხორციელებული პიარ-კამპანია კინოთეატრებს ავსებს, ამ ყველაფრის კულისებში ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო.

ივენთებს რაც შეეხება, ბრენდ კომპანიების წვეულებების ორგანიზებაა ის, რისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. მითუმეტეს მაშინ, როცა არ მყავს ე.წ. “ყოფილი დამკვეთი” და როგორც წესი, მათთან თანამშრომლობა ყოველთვის გრძელდება.

გამოვარჩევდი ფრანგული ბრენდის “GAULT &MILLAU”-ს გალა ვახშამს, სადაცღონისძიების მთავარი ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე იყო. ასევე კომპანიის სოციალურ კამპანიას, სადაც  პროფესიული განათლების პოპულარიზაციის(კერძოდ კი მზარეულის პროფესიის) მიზნით, სხვადასხვა ცნობადი სახეები საუბრობდნენ.

სამედიცინო სფეროში გამოვარჩევდი, კანის კიბოს პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. სადაც ასევე ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით ვმუშაობდით. 

 

 

 

- რა სახის კრიზისებს აწყდებით პროეტების განხორციელების დროს?

 

- მთავარის გუნდის სწორად შერჩევა.  მაქვს საპირისპირო გამოცდილებაც, თუმცა ეს არასოდეს არ უგრძვნია დამკვეთს. როდესაც ხედავ, რომ შესასრულებელი მისია არც ისე კარგად ვითარდება, სწორ დროს ჩაერთო. ვფიქრობ, ჩემს ერთ-ერთ ძლიერ უნარს - სიტუაციების მართვის კონტროლს, საქმიანობაში წარმატებით ვიყენებ. ვერთვები იქ სადაც პრობლემაა, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომელიც მე საერთოდ არ მეხება.

 

 

- როგორია თქვენი გამოცდილება, ქორწილის ორგანიზების მიმართულებით და რამდენად მოთხოვნადია ივენთ-მენეჯერის მომსახურება?

 

- მხოლოდ იმ ასპექტშიც, რომ ორი ადამიანის ბედნიერების დღის შექმნაში იღებ მონაწილეობას, ქორწილის ორგანიზება საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. ჩემი გამოცილება ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია, რადგანაც მხოლოდ დადებითი ენერგეტიკის მიღებაა შესაძლებელი როდესაც უყურებ შეყვარებულ წყვილს. 

 

 

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 

- პირველ რიგში, ჩემს სტაბილურ პარტნიორებთან(როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ასევე კომერციულ სტრუქტურებთან) ერთად, ვაპირებ განვაგრძო წარმატებული პროექტების გამხორციელება. გარდა ამისა, ვფიქრობ ინტერნეტ ტელევიზიის შექმნასაც, სადაც წარმატებულ ქეისებს ვლოგების სახით ვუჩვენებთ საზოგადოებას. ვფიქრობ, დღევანდელ დღეს ადამიანებს აკლიათ რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ეს მხოლოდ მათ შრომაზეა დამოკიდებული, სწორედ ამას ემსახურება ჩემი იდეაც რომ რაც შეიძლება მეტად ვკონცენტრირდე პოზიტიციურ ინფორმაციაზე, რასაც აუცილებლად გაუზიარებ სხვებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 


კომენტარები