პროდუქტები
სულ ახლო წარსულში, ჯერ კიდევ 3 წლის წინ, როდესაც ადამიანები ყვავილებს ჭრაჭუნა პოლიეთილენის პარკებში ფუთავდნენ, სკოჩავდნენ და ხის ჯოხებზე ამაგრებდნენ, ჟან პიერ ჟენეს ფილმ “ამელიზე” შეყვარებულმა მეგობრებმა ახალი ყვავილების მაღაზია – ამელი გახსნეს.
ყვავილს, რომელიც ისედაც დიდებულია თავისი ფორმით, ფერითა და სუნით, მარტივი და თავისუფალი შეფუთვა მოუფიქრეს და სულ მალე მოიპოვეს მომხმარებლის სიყვარულიც. მართალია, მალევე გაჩნდნენ ამელის სტილის სხვა მაღაზიებიც, თუმცა ეს ამელისთვის მხოლოდ სასიხარულო ამბავია მომხმარებელს საშუალება აქვს ამოირჩიოს მისი გემოვნების შესაბამისად საუკეთესო.
დღეს ამელი ინტერნეტ მისამართზე www.amelie.ge და ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, 31 ნომერშია. მთელი დღის განმავლობაში დილის 10:30-დან ღამის 12 საათამდე მაღაზიაში დაგხვდებათ ამელის დიზაინერი და აგიწყობთ თქვენთვის სასურველ კომპოზიციას.
ვრცლად
დაჯავშნა