არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და რას საქმიანობ, როდესაც ცხოვრობ დიდ ქალაქში, ბუნებრივია, რომ განიცდი მუდმივ სტრესსა და დაძაბულობას. დგება მომენტი, როდესაც ეკითხები საკუთარ თავს: - რატომ ვაგრძელებ შრომას? შემდგომ გესმის უცნაური ხმები, რომლებიც გკარნახობენ: - გააგრძელე, არ გაჩერდე. სწორ გზაზე ხარ, ეს ის არის, რასაც ყველა კაცი აკეთებს! და ამის შემდგომ ყველაფერი თავის ადგილზე დგება და აგრძელებ მუშაობას მიზნის მისაღწევად. რა არის მიზანი? მიზანი მარტივია - გააგრძელო ბრძოლა.
პარტიზანი არის ადგილი კაცებისთვის, რომლებსაც უყვართ საკუთარი საქმე, რომლებიც აკეთებენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ და იქცევიან ასე, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ასეთ კაცებს უყვართ სტრესი და დაძაბულობა. ისინი არიან ნამდვილები და ძლიერები. მათ არ ეშინიათ, არ გაურბიან რეალობას და იღებენ ყველაფერს ისე, როგორც არის. თუმცა, ზოგჯერ ასეთ ადამიანებსაც სჭირდებათ რომ მოისმინონ: - ყველაფერი კარგად არის, სწორ გზაზე ხარ.
პარტიზანი არის თავშესაფარი, სადაც კაცები ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე. ადგილი, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა და ახლა ვიპოვეთ. ადგილი, რომელიც ჯერ დაზიანებულია და მცენარეებით დაფარული, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს - იდეები არ კვდება.