კომპანიის დამატება

Wedder.Ge
Facebook
Facebook
Google
Google
ავტორიცაზია ელ-ფოსტით
დაგავიწყდათ პაროლი?
Facebook
Facebook
Google
Google
ან დარეგისტრირდით ელ-ფოსტით
მე ვარ:
თუ ხარ დარეგისტრირებული გაიარე ავტორიზაცია
პაროლის აღდგენა
შეიყვანეთ ახალი პაროლი

მუსიკა

კვარტეტი „რანინა“ სულ ახლახანს ჩამოყალიბდა.
ჩვენი შეკრების მიზანი ქალაქური სიმღერების დიდი სიყვარული და გემოვნებიანი მუსიკის პოპულარიზაცია გახლავთ.
შთაგონების წყარო იყო და არის ამერიკული barbershop quartet სტილი.
ვიდრე ჩვენი კვარტეტი საბოლოო სახეს მიიღებდა, ვმონაწილეობდით სხვადასხვა ღონისძიებებში, რამაც წარმოშვა სურვილი ერთ სრულ კოლექტივად ჩამოყალიბებისა და მაღალი საშემსრულებლო სტანდარტის დამკვიდრებისა.
2018 წლის გაზაფხულზე, „რანინა“ მიწვეულ იქნა სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფ m-group-ში, კერძოდ რესტორან „მეტეხის ჩრდილში“ , სადაც დღემდე განვგრძობთ მუსიკალურ მოღვაწეობას.
თავიდან კვარტეტში ლაშა სიხარულიძე და ვახტანგ ცეცხლაძეც ირიცხებოდა, ხოლო ამჟამად „რანინას“ წევრებია:
სოსო კოპალეიშვილი
ბექა კემულარია
თორნიკე კანდელაკი
საბა ფეიქრიშვილი
ეს ადამიანები ბავშვობიდან ეზიარნენ ქართულ ტრადიციულ მუსიკას და ყველა მათგანი პროფესიითაც დაკავშირებულნი არიან ამ სფეროსთან.
„რანინას“ წევრები მღერიან თბილისში მოღვაწე ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლ „სახიობაში“, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, არიან სხვადასხვა ტაძრის მგალობლები და აღსანიშნავია, რომ ისინი პედაგოგობას და კონსულტაციას უწვენ რამდენიმე მუსიკალურ ჯგუფს.
კვარტეტ „რანინას“ რეპერტუარში შედის ქართული ხალხური სიმღერების კლასიკური ნიმუშები; ქალაქური, რეტრო და საესტრადო სიმღერების შედევრები.
სახელწოდება „რანინას“ ავტორია ცნობილი მომღერალი, ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი ნიკოლოზ კირვალიძე.

სხვა კომპანიები

NonStop band

SOUND GROUP

მუსიკალური გაფორმება