პროდუქტები
Georgia Palace Hotel & SPA - პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ცნობილ საზაფხულო კურორტზე, ქობულეთში მდებარეობს.
სასტუმრო განთავსებული პატარა საკურორტო ქალაქ ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე აჭარაში, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური მიკროკლიმატით, რაც სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის, აგრეთვე სასუნთქი ორგანოების დაავადებებზე. მისი ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა იდეალური ადგილმდებარეობა თავისი კლიმატური რაიონებით, ზომიერი სუბტროპიკული კლიმატით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მოკაშკაშე მზითა და თბილი ზღვით. ზღვაში ღრმად შეჭრილი, უნიკალური ქვიშის სანაპირო გამორჩეულია თავისი გასაოცარი ხედებით, დამშვენებულია მაღალი ფიჭვების, ევკალიპტების, ბამბუკისა და სხვადასხვა მწვანე საფარის სამოთხისებული ხედებით.
თავისუფალი დრო, ფიტნესი, სპორტული ღონისძიებები - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ მომსახურებებისა, რომელსაც სასტუმრო Georgia Palace Hotel & SPA გთავაზობთ.
მთავარი უპირატესობა, რომლითაც სასტუმრო გამოირჩევა, არის ოჯახური სული და მეგობრული დამოკიდებულება სტუმრებისადმი. ეს ის ადგილია, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც შინ.
ქობულეთის რკინიგზის სადგური 10 წუთის ფეხით სავალზეა. ბათუმიდან 25 კილომეტრშია. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსით ბათუმიდან 50 ლარად ანდა მიკროავტობუსით მხოლოდ 2 ლარად იმგზავროთ. ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტრანსფერი ნომრის დაჯავშნასთან ერთად თქვენი ჩამოსვლისთვის თბილისის, ქუთაისი ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.
ვრცლად
დაჯავშნა