პროდუქტები
სასტუმრო კომპლექსი „Mgzavrebi Gonio“ განთავსებულია გონიოს სანაპიროს პირველ ზოლში. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული სანაპირო, თბილი და სუფთა ზღვა ჩვენს მომსახურებასთან ერთად, თქვენი დასვენების საუკეთესო გარანტია იქნება. დამსვენებლებისათვის გამოყოფილია პარკინგის ზონა, მიმღების მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათი. მთელი კომპლექსი უზრუნველყოფილია უფასო WiFi-ით. ასევე შესაძლებელია განტვირთვა ჩვენს ღია აუზზე, მიმდებარე ბარი შემოგთავაზებთ სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელებს. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე კვების ობიექტი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულო, მათ შორის კი არის კონტეინერ ბარი სანაპიროზე. გარე აქტივობებიდან დამსვენებლებს ვთავაზობთ კინოთეატრს ღია ცის ქვეშ, სადაც ყოველ საღამოს იმართება კინო ჩვენებები, ფრენბურთის სათამაშო მოედანს, ბავშვთა გასართობ ოთახს და სარელაქსაციო ზონებს. სასტუმრო კომპლექსი „Mgzavrebi Gonio“ საუკეთესო ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე მრავალი ღონისძიებების გამართვისთვის, როგორიცაა გამოსაშვები საღამო, ქორწილი, დაბადების დღე და ა.შ. გონიოს უძველესი ციხე-სიმაგრე, ჩვენი სასტუმროდან ფეხით 15 წუთის სავალზეა.
ვრცლად
დაჯავშნა