პროდუქტები
მოგესალმები, მე ვარ ნიკა აბულაძე, ფოტოგრაფი
ფოტოგრაფიით დაინტერესებული ვარ 2014 წლიდან, ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მიჭირს წარმოვიდგინო ჩემი თავი ფოტოგრაფიის გარეშე. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს ფერებთან მუშაობა, თუ გადახედავთ ჩემს პორტფოლიოს ამ ყველაფერს მარტივად შეამჩნევთ.
ამ საქმემ კომერციული დაინტერესება შეიძინა 2016 წლიდან და მას შემდეგ არაერთ დამკვეთთან მქონია ურთიერთობა. პორტფოლიო შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Nikoabuladze.com
საქორწილო ფოტოგრაფია განსაკუთრებულად ფაქიზი და საპასუხისმგებლო საკითხია, რადგან ჩემი მოვალეობაა ეს მნიშვნელოვანი დღე ისტორიას შემოვუნახო ლამაზი და საინტერესო კადრებით.
ეს იყო მოკლე ინფორმაცია ჩემს შესახებ, თუ დამატებით გაქვს კითხვები მომწერე და აუცილებლად გიპასუხებ.
თუ დაინტერესებული ხარ ჩემთან თანამშრომლობით , მე სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან!
ვრცლად
დაჯავშნა