დახვეწილი დიზაინი, მყუდრი, თბილი და ოჯახური გარემო, უმაღლესი ხარისხის ნედლეულზე დამზადებული პროდუქტი- ეს არის ის, რაც გაერთიანებულია ასორტის კაფეტერიათა ქსელში. თითოეული კაფის ინტერიერი გამორჩეული და ორიგინალურია , შეხამებულია ძველი რეტრო და თანამედროვე ელემენტები.
ასორტის საკონდიტრო ასორტიმენტი დახვეწილი, გემრიელი და მრავალფეროვანია. მისი ბრენდის ქვეშ ექვსი კვების ობიექტია გაერთიანებული და თოთოეული მათგანი ნებისმიერი გემოვნების ადამაინას დააკმაყოფილებს.
დღესდღეობით ასორტის საკონდიტრო აწარმოებს 42 სახეობის არასამარხვო, 14 სახეობის ფრანგულსა და 13 სახეობის სამარხვო ნამცხვარს, ასევე 38 სახეობის არასამარხვო და 16 სახეობის სამარხვო ტორტს.
რაც შეეხება ასორტის სამზარეულოს, აქ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნის ადამინაზე მორგებული მზა საკვები, სუპები,სალათები, ფხალეულობა და გარნირია.
კომპანიის მთავარი მიზანი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და ასორტიმენტის განახლებაა.
ვრცლად
დაჯავშნა