ისტორიული და უნიკალური ბუნების წიაღში, ქალაქის თავზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, 2008 წლიდან, ფუნქციონირებს "მთაწმინდის პარკის ქორწინების სახლი", რომელიც 2000-ზე მეტი წყვილის, ქორწინების და ბედნიერების ისტორიას ინახავს.
ქორწინების სახლი დახვეწილი ინტერიერით, ულამაზესი საქორწილო დეკორატიული ელემენტებით, მათ შორის პატარძლებისთვის განსაკუთრებით საყვარელი, ყვავილებიანი საქანელით და მუსიკალური გაფორმებით, კვირის ნებისმიერ დღეს ფუნქციონირებს და არჩევანის მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე მომსახურების რამდენიმე პაკეტს გთავაზობთ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ ან მისი მიმდინარეობისას, პარკის ტერიტორიაზე ფოტოსესია შეზღუდული არ არის და წყვილს, ქორწინების დღის განსაკუთრებით ლამაზი კადრებისთვის, სხვა ადგილის ძებნა არ უწევს. რადგან მთაწმინდის სიმწვანე და გამორჩეული ლანდშაფტი, განსაკუთრებულია. მითუფრო ე.წ. ქორწილების სეზონზე, როცა შემოდგომის ფერები წითელ, ყვითელ, ყავისფერ და მწვანე პალიტრას ქმნის.
კომენტარები