Add company

2019 წლის ყველაზე ცნობილი ქორწილები

25911

2019 წელს, ძალიან ბევრმა ქორწილმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. ცნობილ პერსონებთან ერთად, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანების ქორწილებმა, განსაკუთრებული საქორწილო დეკორაციებით მიიქციეს მასშტაბური ყურადღება. 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ უცხოელი წყვილების რაოდენობაც, რომლებმაც თავიანთი ქორწილის ლოკაციად საქართველო აირჩიეს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მიმდინარე სტატიაში კი წარმოგიდგენთ, ქართველი წყვიელბის ყველაზე მასშტაბურ ქორწილებს.

 

11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ და წარსულში ფეხბურთელმა, ამჟამად კი თბილისის მერმა კახი კალაძემ ჯვარი კახეთში, გრემში დაიწერეს. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. პატარძალს თავისივე დიზაინით შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა. საქორწილო წვეულება მოგვიანებით, წინანდლის მამულში გაიმართა.

 

                  

 

 

2019 წელს დაქორწინდნენ ტელე პროსიუსერი ნოე სულაბერიძე და "მის საქართველო", მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილიც. ჯვურსწერა სამებაში შედგა. წყვილმა ქორწილში ტრადიციული და ქართული  წყვილი უკვე შვილს ელოდება.

 

                 

 

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, ბულგარელ მუსიკოსსა და პროდიუსერზე ბორისლავ მილანოვზე დაწორწინდა. საქორწილო წვეულბე ვიწრო წრეში გაიმართა, წყვილს უკვე ჰყავს ქალიშვილი. 

 

                  

 

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, თავის პირველ სიყვარულზე სალი სულხანიშვილზე დაქორწინდა. მათ გრანდიოზულ ქორწილს, 400 სტუმარი ესწრებოდა.

 

                

 

წინანდლის მამულმა მარიამ ნაფეტვარიძის და საბა მღვდელაძის ქორწილსაც უმასპინძლა. ახალგაზრდა წყვილის ქორწილის დეკორაცია იმდენად მასშტაბრური და აღმაფრთოვანებელი იყო, რომ სოციალურ ქსელებში მათი ფოტოები ელვის სისწრაფით გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქორწილის ორგანიზატორიც, ისევე როგორც ანუკისა და კახის ქორწილის, დიზაინერი ანი პირველი გახლდათ.

 

           


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4812

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6790

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5242

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable