Add company

პირველი კოცნის დღე აღგინიშნავთ? – ბედნიერი თარიღების კალენდარი, შემხსენებლის ფუნქციით

7285

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პატარ-პატარა სასიამოვნო რიტუალები თუ მნიშვნელოვანი თარიღები წყვილის ურთიერთობას უფრო მყარს ხდის. და მიუხედავად იმისა, რომ მათს ცხოვრებას არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი ბუნებრივად უკვე მოჰყვება ხოლმე, თითოეული დღის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და მისთვის რაიმე ღირებულების მიწერაც არ იქნებოდა ურიგო.

 

მაგალითად, რას იტყოდით, ბედნიერების კალენდარს რომ ეარსება და თქვენი ურთიერთობისთვის გადამწყვეტი მომენტების შემხსენებლის ფუნქცია ეკისრა? ისეთის, როგორიცაა: გაცნობის, პირველი შეხვედრის, პირველი კოცნის, პირველი ჩახუტების, დაბადების დღის, სიყვარულში გამოტყდომის, ნიშნობის, ქორწინების, ერთად მომზადებული პირველი ვახშმისა თუ სხვა დღეების?

 

პროცესი კი ისეთივე მარტივი ყოფილიყო, როგორიც სრულიად ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივ გამოცდილებად ქცევაა, სულ რამდენიმეწამიანი მომენტის წყალობით…

 

მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ კრეფთ ქართული ვებგვერდის სახელს Wedder.ge, რომელზე შესვლისთანავე, მოულოდნელად, იუბილეებთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ფორმის შევსებას გთავაზობენ.

 

რეგისტრაციის შემთხვევაში, სისტემაში შეგყავთ როგორც საკუთარი, ისე თქვენი პარტნიორის (მეუღლის, შეყვარებულის და სხვა) საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენთვის მნიშვნელოვანი ერთი ან რამდენიმე თარიღი: გაცნობა, ნიშნობა, ქორწინება და სხვა.

 

შემდეგ ირჩევთ სასურველი საჩუქრის კატეგორიას ან კატეგორიებს და აქ ხდება მთავარი – ამ თარიღებამდე ერთი თვით ადრე, განაგრძეთ კითხვა


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4810

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6788

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable