Add company

როგორია მამაკაცების ბედნიერი თარიღების კალენდარი - ხელის თხოვნიდან სიბერემდე, რამდენიმე ცხოვრებისეული კადრი

11205

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, არის რამდენიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღე, რომელიც მას ყოველთვის განსხვავებულად ახსოვს და განსაკუთრებულ შეგრძნებებთან ასოცირდება. ვინაიდან ბედნიერების აღქმა, თითოეულ ადამიანში ინდივიდუალურია - ინდივიდუალურია ამ ბედნიერი თარიღების შინაარსიც და ის შეიძლება უკავშირდებოდეს კარიერას, მისწრაფებებს, პირად ცხოვრებას... პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბედნიერი თარიღების კალენდარი(სხვათაშორის ადამიანების ცხოვრების გასახალისებლად wedder.ge-მ ამავე სახელწოდების პროექტი შექმნა. პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცანით აქ: ბედნიერი თარიღების კალენდარი) კი განსაკუთრებით ემოციურია.

 

სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენი ბედნიერი თარიღების კალენდარზე მონიშნული თარიღების რაოდენობა შესაძლოა გაბევრდეს(საუკეთესო შემთხვევა). ზოგიერთი მათგანი შესაძლოა წლებთან ერთად გამოგვრჩეს(ამ პრობლემასაც ხსნის ბედნიერი თარიღების კალენდარი), თუმცა არის რამდენიმე დღე, რომელიც არასდროს, არცერთ მოცემულობაში არ გვავიწყდება.

 

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელშიც ასამდე მამაკაცი გამოიკითხა და ვკითხეთ მათ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბედნიერი თარიღების შინაარსი. გამოკითხულ მამაკაცთა 75%-სთვის ხელის თხოვნა(თანხმობა), ქორწილის დღე, პირველი შვილის ყოლის მოლოდინი, მისი გაჩენა და ცხოვრებისეულ სირთულეებში, საყვარელი ადამიანის თანადგომა, განსაკუთრებით დაუვიწყარია. 

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

რა არის ბედნიერი თარიღების კალენდარი?


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4796

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6776

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable