Add company

ტესტი - მამაკაცთა ტიპები ანუ როგორ მამაკაცს ეძებთ თქვენს მეორე ნახევრად?

3985

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი არჩევანით არც ისე კმაყოფილები და იმედგაცრუებულები ვრჩებით, ამ დროს კი აქტუალურია ფრაზა „უღირსი მამაკაცები მხვდებიან“ იქნებ ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის მამაკაცებში არამედ ამის მიზეზები ჩვენში უნდა ვეძებოთ, რადგან ჩვენ ვირჩევთ ქვეცნობიერად ისეთი ტიპის ადამიანებს რომელთანაც შეუძლებელია ბედნიერი ურთიერთობის დამყარება.

ამიტომ, პირველ რიგში მთავარია გავერკვეთ საკუთარ თავში, ამისათვის მოგიმზადეთ ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საკუთარ ხასიათში და მოთხოვნილებებში, ასევე იმაში თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე მამაკაცის ტიპის შერჩევა.

ამ ტესტისა და მამაკაცის ტიპების მიხედვით, დაადგენთ თუ რომელია თქვენთვის მისაღები და თქვენი შეხედულებების შესაფერისი.

 

თქვენ ეძებთ მამაკაც „მამას“

 

თქვენ გჭირდებათ დაცვა მზრუნველობა და ძლიერი მხარი, ეძებთ ისეთ მამაკაცს, რომლის გვერდითაც შეგიძლიათ იყოთ კაპრიზული გოგონა, მამაკაცი რომელიც მოითმენს თქვენს ყველა კაპრიზს შეცდომებს და შემდეგ დაიწყებს მათ დალაგებას.

ხშირად ასეთ პარტნიორებს ირჩევენ გოგოები, რომლებსაც მამა არ ჰყავდათ, ისინი ეძებენ ადამიანს, რომელიც შეცვლის მამის ადგილს და ოჯახურ სრულყოფილ იდილიას, სწორედ ასე გრძნობთ თქვენ თავს დაფასებულად და მნიშვნელოვნად მის გვერდით.რა თქმა უნდა მამაკაც „მამასთან“ ქალი თავს გრძნობს დარმწუნებულად და მშვიდად.

 

 

თქვენ ეძებთ მამაკაც „ბავშვს“

 

თქვენ ეძებთ მამაკაცს, რათა იზრუნოთ მასზე, რადგან დედის როლს შეჩვეული ხართ მთელი ოჯახისთვის, თქვენთვის მნიშვნელოვანია რომ ოჯახში ავტორიტეტი იყოთ, ყველა თქვენი რჩევების მიხედვით იქცეოდეს და ყველას ეხმარებოდეთ.

ასეთი ქალები ძალიან მზრუნველები და მოსიყვარულეები არიან. ისინი სიამოვნებით უძვნიან მთელ თავის თავს ოჯახსა და საყვარელ ადამიანს, ძალიან მომთმენები არიან და ძალიან უმარტივებენ ცხოვრებას მეორე ნახევრებს. ისინი დომინანტები არიან და მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

თქვენ ეძებთ დამოუკიდებელ მამაკაცს

 

თქვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება ურთიერთობაში. ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ და არ ხართ მზად გაიღოთ საკუთარი ინტერესები სხვისთვის, ამაში აზრს ვერ ხედავთ.

თქვენ გჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც იზიარებს ამ შეხედულებებს, ისეთივე დამოუკიდებელი, წარმატებული და ძლიერია როგორც თქვენ ხართ.

მას კარგად ესმის და მხარს უჭერს ყველა თქვენს მისწარფებას და არ დაგადანაშაულებთ თუ მაგალითად ვერ მოამზადებთ გემრიელ კერძს ან ვერ დარეცხავთ ჭურჭელს.

ასეთ ადამიანებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ნდობას და პირად სივრცის თავისუფლებას. თქვენ პირველ რიგში ხართ მეგობრები და პარტნიორები მხოლოდ ამის შემდეგ ხართ მეუღლეები.

მხოლოდ ძლიერ და გონიერ მამაკაცს შეუძლია დააფასოსო ასეთი ქორწინების  სარგებელი და გახდეს თქვენი იდეალური პარტნიორი.

 

თქვენ ეძებთ მამაკაც „მეგობარს“

 

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი მამაკაცის ცხოვრებაში ჩართულობა, გაზიარება ურთიერთ ინტერესებისა და ჰობის.

თქვენ ცდილობთ გაიგოთ მისი გრძნობები, იყოთ კარგი მეგობრები და ერთნი.

როგორც წესი ასეთი ქალები ცდილობენ იპოვონ ისეთი ადამიანი რომელთანაც ექნებათ საერთო ინტერესები, მისწრაფებები, ჰობი და რაც შეიძლება მეტ დროს გაატარებენ მეუღლესთან.

 

 

მასალის ავტორი ლიკა ჩხენკელი


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4791

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable