Add company

როგორ შევარჩიოთ ფერები ქორწილის გასაფორმებლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3470

ყველა ჩვენგანს სურს მისი ქორწილი იდეალური გამოვიდეს, ამიტომ ძალიან რთულია შევარჩიოთ ფერები ჩვენი ქორწილის გასაფორმებლად. როგორ ფიქრობთ ხომ არ ვკითხოთ რჩევა ვარსკვლავებს ამის შესახებ? ბევრ თქვენგანს შესაძლოა არ სჯერა ზოდიაქოს ნიშნების, მაგრამ ყველასთვის შესამჩნევია ვერძების სიჯიუტე, სასწორის მერყეობა და კუროს დიდი სურვილი ოჯახური იდილიის შექმნისა, თითოეული ჩვენგანი ინდივიდია რომელსაც მისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ამავე დროს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავისი ფერი რაც წარმატების მომტანია მისი მფლობელისთვის. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი, აირჩიეთ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი ფერი ქორწილის გასაფორმებლად, რაც თქვენი ბედნიერების საფუძველი იქნება.

 

ვერძი - ეს არის ძლიერი ადამიანი, რომელიც შეჩვეულია გამარჯვებას და ამ გრძნობით სარგებლობს, რთულია მის კომპანიაში შეუმჩნევლად დარჩენა, ის ძალიან კომუნიკაბელური და თავდაჯერებულია. ვერძისთვის იდეალური ფერი არის წითელი, რადგან ეს ძალისა და გამარჯვების სიმბოლოა, წითელი იზიდავს იღბალს რაც ბედნიერების გარანტია. თქვენ შეგიძლიათ ქორწილი წითელ და თეთრ ან წითელ და ყავისფერ ფერებში გადაწყვიტოთ.

 

კურო - ძალიან მომთმენი და ტოლერანტული ნიშანია, მათ შეუძლიათ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება, აფასებენ ხელოვნებას, უყვართ ყველაფერი ლამაზი და აქვთ კარგი მხატვრული შესაძლებლობები. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან პრაქტიკული ხასიათისანი არიან, თუმცა მათ არ უყვართ ერთფეროვნება და მიისწრაფვიან ცვლილებებისკენ.

ფერი რომელიც შესანიშნავად აღწერს ამ ზოდიაქოს ნიშანს არის ლურჯი, ასევე შესაძლებელია განვიხილოთ მწვანე და ყვითელი. ამ ფერთა ჩრდილებით შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენი ქორწილი, ამ ფერის კაბები შეგიძლიათ შეურჩიოთ ასევე მეჯვარეებს, მსგავსი ფერები განსაკუთრებით შესაფერისია შემოდგომის და საზღვაო ქორწილისთვის.

 

 

            

 

 

ტყუპები - ერთ-ერთი ყველაზე არამდგრადი ნიშანია, ამ ადამიანებს უყვართ ცვლილებები და ცდილობენ რაღაც ახალი შეისწავლონ. ტყუპები წარმოუდგენლად კომუნიკაბელურები არიან, ძალიან მარტივად იძენენ ახალ მეგობრებს. უცხო ადამიანების კომპანიაში ისინი ძალიან თავდაჯერებულები არიან, არ იძაბებიან და გრძნობენ თავს მშვიდად.

ამ ნიშნის იღბლიანი ფერი ყვითელია, შემოდგომის ქორწილისთვის ეს ალბათ ყველაზე იდეალური ფერია, რადგან ეხმიანება ბუნებას. გამოიყენეთ ყვითელი ფოთლები და ყვავილების დეკორი, რაც ნამდვილად დაამშვენებს თქვენს ქორწილს.

 

კირჩხიბი - ისინი რომანტიკული და ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, ისწრაფვიან ოჯახური კავშირებისაკენ, ოცნებობენ იპოვონ ცხოვრების თანამგზავრი, შესანიშნავი მამები არიან და ოჯახში მყუდრო ატმოსფეროს ქმნიან, ისინი ძალიან კომფორტულები და გამგებები არიან.

კირჩხიბებისათვის იღბალი ვერცხლისფერს მოაქვს, გამოიყენეთ იგი თქვენი ქორწილის გაფორმებისას, მაგალითად ვერცხლის აქსესუარები პატარძლის იმიჯისთვის შესანიშნავი იქნება. ასევე ვერცხლისფერი დეკორი მაგიდებისთვის, ვერცხლისფერი განათებები სტუმართათვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება.

 

                   

 

 

 

ლომი - ისინი ძალიან აქტიური და ენერგიულები არიან, მათთვის კარიერა და თვითრეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, უყვართ როდესაც გარშემორტყმულნი არიან ძვირფასი ნივთებით. ამიტომ მათვის შესაბამისია ოქროსფერი და ნარინჯისფერი, ქორწილში ეს ფერები სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნიან. მოათავსეთ მაგიდებზე სანთლები, დიდი რაოდენობით მანათობლები ეს რომანტიკულ ატმოსფეროს შექმნის. პატარძალს შეუძლია ოქროსფერი სამაგრებით დაამშვენოს თავისი ვარცხნილობა.

 

ქალწული - ისინი ძალიან პრაქტიკულები და შრომისმოყვარეები არიან, არ დაფრინავენ ღრუბლებში და სწორად აღიქვამენ რეალობას. სწორედ ამიტომ იღბალი ქალწულისთვის მოავისფრო ფერს მოაქვს, ყავისფერი კაბები მეჯვარეებისთვის ძალიან თანამედროვე და ტრენდულია, ასევე თქვენი ქორწილი შეგიძლიათ ხის აქსესუარებით დაამშვენოთ, შეუკვეთეთ ნამდვილი შოკოლადის შადრევანი ქორწილში.

 

სასწორი - სასწორი არასდროს მიისწრაფვის შთამბეჭდავი კარიერისაკენ, თუმმცა ცდილობს ბალანსი მოახდინოს სამსახურსა და ოჯახს შორის, ისინი ოქროს შუალდეთი კმაყოფილდებიან და არასდროს ვარდებიან უკიდურესობაში.

მათთვის საუკეთესო არჩევანია ლურჯი ფერი, ლურჯი ჩრდილებით შეგიძლიათ შემქნათ მსუბუქი ჰაეროვანი ქორწილი, როგორიც სასწორს შეეფერება. ლურჯი ჩრდილები შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარძლის აქსესუარებში მათ შორის თაიგულსა და სამკაულში, მტრედები ქორწილზე ნამდვილად კარგი აზრი იქნება.

 

მორიელი - თავდაჯერებული და ძლიერი პიროვნებები, რომელთაც არ უყვართ შეჩერება და საქმე მუდმივად ბოლომდე მიჰყავთ, ზოგჯერ ახასიათებთ გადაჭარბებული გაღიზიანება, მათი დევიზია „მიზანი ამართლებს საშუალებას“

მორიელისთვის ბორდოსფერი იღბლის მომტანია, ამ ჩრდილში ქორწილის გაკეთება კი დიდ ყურადღებას მოითხოვს. გთავაზობთ მუქი ლურჯის შეხამებას ბორდოსფერთან, ეს ფერები ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის, ქმნის ელეგანტურობის ეფექტს. ბორდოსფერი პიჯაკი და ლურჯი ჰალსტუხი შესანიშნავი ლუქია საქმროსთვის, ხოლო პატარძლისთვის ღია ფერის ფეხსაცმელი საუკეთესო არჩევანია.

მშვილდოსანი - სიცოცხლისმოყვარე და გახნსილი ნიშანია, უყვართ თავისუფლება, ვერ იტანენ ვერანაირ შეზღუდვებს, ისინი შესაძლოა ზედმეტად იმპულსურებიც იყვნენ.

 

მშვილდოსანისათვის შესაფერისია იისფერი, ქორწილის გაფორმებისას ლავანდას დღესასწაული იდეალური თემა იქნება. პატარა ბუკეტი თეთრი ყვავილებით და ლავანდით შეავსებს პატარძლის იმიჯს. საქმროსთვის გირჩევთ იისფერ ბანტს და ფეხსაცმელს.

 

თხის რქა - ყველაზე შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები არიან თხის რქები არასდროს ნებდებიან და ყოველთვის პოულობენ გამოსავალს ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი. სხვა დანარჩენი ზოდიაქოებისთვის შესაძლოა შესაშური იყოს მათი შინაგანი ძალა.

სტაბილურ და პრაქტიკულ თხის რქებს ყველაზე მეტად უყვართ ყავისფერი, ქორწილის გაფორმებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ ნახსენები შოკოლადის თემა ან მოყავისფრო ჩრდილები.

 

მერწყული - ისინის ცდილობენ ცხოვრებაში ჰარმონიის პოვნას, ვერ იტანენ წესებსა და ჩარჩოებში, პირიქით ყველაზე თავისუფალი და შემოქმედებითი ბუნების მქონე პიროვნებები არიან.

 

სასწორის მსგავსად მერწყულისთვის იღბალი ლურჯ ფერს მოაქვს, ლურჯ ფერში ქორწილის მოწყობა ძალიან მარტივია, შეგიძლიათ შექმნათ ზამთრის ზღაპარი თეთრი და ვერცხლისფერი ელფერით, ხოლო საქმროსთვის ნაზი ცისფერი პერანგი მუქი ლურჯი ბაფთით კარგი არჩევანი იქნება.

 

თევზები - თევზები დაფარული ბუნების მქონე არა პროგნოზირებადი ნიშანია, ძნელი მისახვედრია თუ რას გრძნობენ ისინი ან რას ფიქრობენ, თევზები ცდილობენ ემოციის კონტროლს და მხოლოდ რჩეულ ადამიანებს უმეგობრდებიან

 

 

მასალის ავტორი ლიკა ჩხენკელი


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5245

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable