Add company

სეზონის პირველი ქორწილი, მეღვინეობა "შუმის" ულამაზეს საქორწილო გარემოში

7989

უნიკალური მდებარეობით გამორჩეულ ღვინის კომპანია "შუმის"  ულამაზეს კომპლექსში, პანდემიის შემდეგ პირველი ქორწილი გაიმართა. ქორწილი რეგულაციების სრული დაცვით, შეზღუდული რაოდენობის სტუმრებით და დისტანცირებით გაიმართა.

 

 

9 ჰექტარზე განთავსებული ღვინის კომპანია  "შუმი"   კახეთის შუაგულში,  წინანდალში, ისტორიულ ადგილას მდებარეობს  და ალექსანდე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს  ესაზღვრება.  კომპანიის ტურისტულ ბაზაზე, საღვინე, სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსის წინ, "შუმის"  საკოლექციო ვენახებია გაშენებული. უმაღლესი ხარისხის ღვინო პროდუქციასთან ერთად, მეღვინეობა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს(კომპლექსში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული) და თავისი უნიკალურობით ღიაა საქორწილო მიმართულებითაც.

 

გაიგეთ მეტი მეღვინეობის შესახებ აქ: SHUMI Winery

 

თუ COVID 19-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა, თქვენი ქორწილი გაურკვეველი ვადით გადადო, თუმცა უკვე დროა, თანახმა ხართ სტუმრების სია შეზღუდოთ და ქორწილის წვეულებისთვის განსაკუთრებულ ადგილს ეძებთ, მაშინ "შუმი"   სწორედ ის ადგილია, სადაც ბოლო პერიოდის ტრენდული(ქორწილები საღვინე სახლებში) და დაუვიწყარი ქორწილის წვეულების გადახდას შეძლებთ.

 

ამ და სხვა ქორწილების ფოტოები, ასევე ტურისტული კომპლექსი დაათვალიერეთ ფოტოგალერეაში:


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6776

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable