Products
კომპანია „iDecor“-ის (აიდეკორი) საქმიანობის სფეროს თქვენი ბინის, სახლის, ოფისის ან კომერციული ფართის დიზაინერული დაპროექტება და შესრულება, ნებისმიერი ზომისა და ფერის სამზარეულო, საოჯახო და საოფისე ავეჯის დამზადება, ასევე ბინისა და სახლის აქსესუარების იმპორტი წარმოადგენს.
ჩვენი კომპანიის დახმარებით მოგეცემათ საშუალება დააპროექტოთ თქვენი ბინის, სახლის ან ოფისის ინტერიერი, ყველა დეტალის გათვალისწინებით. ექსკლუზიურად დაგიმზადებთ ნებისმიერი სირთულის არასტანდარტულ ავეჯს, სამზარეულოს, საწოლებს, ჩაშენებულ კარადებს, თაროებს, ავეჯს თქვენი ბავშვის ოთახისა და შემოსასვლელისთვის, ავეჯს, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობების მქონე მომხმარებელს.
წამყვანი ევროპული მწარმოებლების უახლესი ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენება, ასევე მაღალკვალიფიციური დიზაინერებისა და გამოცდილი ხელოსნების გუნდი ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტიას წარმოადგენს.
ჩვენი კომპანიის მომხმარებლები არიან როგორც მსხვილი ორგანიზაციები, ასევე კერძო პირები, ექსკლუზიური, მცირე შეკვეთებით.
Read more
Reservation