ათი საუკუნის შემდეგ, ნორვეგიელმა წყვილმა - ელისაბეტ და რუნ დალეტსებმა, ვიკინგური საქორწილო ტრადიცია აღადგინეს.
27 წლის ელისაბეტსა და 37 წლის რუნს, ექვსი თვის შვილი ჰყავთ. ტრადიციის აღდგენის იდეა, კი ვიკინგური ფესტივალის შემდეგ გადაწყვიტეს.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ქრისტიანულ მრწამსს იზიარებს, მათი ქორწილი სრულიად ვიკინგური იყო - სამოსი, ცერემონია და მათ შორის უძველესი, ღორის დაკვლის რიტუალიც, რომლის სისხლიც ქვებს უნდა წაუსვან.
ელისაბეტმა და რუნმა ერთმანეთი, 2016 წელს გაიცნეს. მომდევნო წელს ისინი ვიკინგურ ფესტივალზე მოხვდნენ, ოსლოში. რუნის თქმით, რადგან ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა. თუმცა ქორწილის შემდეგ ფიქრობს, რომ თუ სხვაც გადაწყვეტს და ვიკინგურ ქორწილს გადაიხდის, აუცილებლად მოუნდება დარჩეს ვიკინგად. ქორწილის დღის ორგანიზებაში, მას ათი უახლოესი მეგობარი ეხმარებოდა.
ქორწილში ვიკინგურად არამხოლოდ წყვილი, გოთი მღვდელი და ხელისმომკიდეები, არამედ 130-მდე სტუმარიც გამოიყურებოდა.
კომენტარები