ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

"სურვილი თქვენი, ხარისხი ჩვენი" - რა არის "La Beaute"-ს ნიშა სილამაზის სფეროში

5556

„სურვილი თქვენი, ხარისხი ჩვენი“  - სილამაზის სალონი, რომელზეც სტატიაში უნდა ვისაუბროთ, 10 წლის წინ გაიხსნა. სამი წლის წინანდელი რებრენდინგის შემდეგ კი მომხმარებელს ახალი სახელწოდებით ემსახურება. იმავე პერიოდში სერვისების განახლებასთან ერთად, მომსახურების ხარისხიც კიდევ უფრო გააუმჯობესა. La Beaute-ში, რომელიც ა. წერეთლის N59-ში მდებარეობს, ისევე როგორც ყველა მომხმარებელს, საპატარძლოსა და სასიძოს სრული „საქორწილო“ მომსახურება ხვდება - სახის კანის მოვლის პროცედურებიდან დაწყებული, თმის ვარცხნილობამდე.

 

ვარცხნილობა, მაკიაჟი, ფრჩხილის მოვლა - მანიკიური, მიკრობლეინდინგი, კონტურული მაკიაჟი, ფილერები, სახის კანის დიაგნოსტირება-მკურნალობა ასაკობრივი აკნეს და ნაოჭების წინააღმდეგ, მეზოთერაპია; მამაკაცის გრიმი და ბარბერი; თმის შეღებვა, ბოტოპლექსი, კერატინი, ბიოდახვევა(100%-იანი შედეგით) - ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სალონში დაგხვდებათ. მენეჯერისა და სპეციალისტის მაიკო ჩუბინიძის თქმით, მომხმარებელი მაქსიმალურ ინფორმაციას იღებს იმ პროდუქტის ხარისხის შესახებაც, რომლითაც მას მომსახურება ეწევა და იღებს ე.წ. „ინექციის პასპორტს“.

 

 „ - ვმუშაობთ არტიდან მოდამდე - მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. მივდევთ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა თანამედროვე სტანდარტების და ტრენდების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ხშირად მომხმარებლები არ ითვალისწინებენ პროფესიონალების რჩევას და ითხოვენ იმას, რაც შეიძლება მათზე იდეალურად მორგებული სულაც არ არის. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ყველას ერგება.“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში სალონის სპეციალისტმა ზისნახე ერქომაიშვილმა, რომელიც პროფესიონალი მხატვარია და მისი ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩევიან სიზუსტითა და ინდივიდუალიზმით.

 

„ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის ინდივიდუალურები და განსხვავებულები არიან. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან საერთო ფონზე. ვსაუბრობთ პატარძალზე, მაგრამ მე მინდა მოგითხროთ ჩვენს ნიშაზე -  მამაკაცის ხაზზე, რომელსაც La Beaute-ში ისეთი მომსახურების მიღება შეუძლია, რასაც სხვაგან ვერ შესთავაზებენ.

 

გარდა იმისა, რომ ბარბერის პროფესიონალური მომსახურება გვაქვს(თმა-წვერის კონტურული დამუშავება და ტონირება), ჩვენი განსაკუთრებული მომსახურება მამაკაცის არის “Make Up". იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს ამის ბუნებრივი შესაძლებლობები არ აქვს, შეგვიძლია თმა, წვერი და წარბი დავუხატოთ, ისე რომ აღიქმებოდეს როგორც ბუნებრივი, მაკიაჟისგან განსხვავებით, რომელიც თვალშისაცემია და მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს, ამ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

 

მოთხოვნადია მამაკაცის გრიმიც, რომელსაც იკეთებენ სხვადასხვა ტიპის ივენთებისთვის(კორპორაციული, კლუბური, კოქტეილის). შეგვისრულებია სამუშაო, რომლის შედეგადაც მამაკაცი, კოსწიუმირებული წვეულებისთვის, გარდასახულა საპირისპირო სქესის წარმომადგენლად.

 

მინდა მკითხველს კიდევ ერთი მომსახურების შესახებაც მივაწოდო ინფორმაცია. სალონში კეთდება ყოველდღიური ტატუირებაც, რომელზეც ძირითადად გადამყვანის გარეშე, მხატვრული სიზუსტით ვმუშაობ.“ - ზისნახე ერქომაიშვილი.

 

საუბრის ბოლოს, მაიკო ჩუბინიძემ wedder.ge-ს აუდიტორიითვის, კიდევ ერთი „ბონუსი“ გაგვიმხილა: La Beaute-ს პატარძლები, სურვილისამებრ სალონისგან საჩუქრად იღებენ ფოტოსესიას ადგილზე და მოკლე, მხატვრულ ვიდეო-რგოლს.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4792

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი