27 წლის მარიამ ჭილაია, ფოტოგრაფიამ მაშინ გაიტაცა, როცა ფოტოაპარატის დანიშნულების გაგება მისთვის ჯერ კიდევ რთული ამოცანა იყო. როდის გადაწყვიტა საბოლოოდ ეს საქმიანობა აერჩია, რამდენად რთულია და რაზეა დამოკიდებული, კარგი საქორწილო კადრის გადაღება ამის შესახებ თავად მოგვიყვება:
- ფოტოკამერით დაინტერესება, ვფიქრობ, მას შემდეგ მოხდა, როდესაც სახლში ბაბუას ძველი ნივთი, ძველი ფირის აპარატი აღმოვაჩინე. იმ ასაკში საერთოდ ვერ ვხვდებიდი რა იყო, უბრალოდ მუდამ ვინახავდი, როგორც ჩემს საყვარელ ნივთს. ცოტა რომ წამოვიზარდე ფიქრი დავიწყე, ალბათ რა მაგარი კადრები ექნებოდა გადაღებული სამხედრო პირს, რომლის გატაცებაც ფოტოგრაფია იყო და სკოლის ასაკში აქტიურად დავიწყე ფოტოების გადაღება. ეს არ იყო, რაიმე მნიშვნელოვანი კადრები, უბრალოდ ამ დროიდან დაიწყო ჩემთვის სიამოვნების განცდა, როდესაც ვიღებდი, ადამიანებს, ძველ ნივთებს, სხვადასხვა მოვლენებს... დღეს უკვე ფოტოგრაფია ჩემი პროფესიაა.
- რამდენად რთული პროცესია ქორწილის გადაღება და რაზეა დამოკიდებული კარგი კადრის შექმნა?
- ბევრს კი ჰგონია საქორწინო ფოტოსესია უმარტივესი პროცესი და მხოლოდ აპარატის პირდაპირი მართვა, თუმცა საქორწინო ფოტოგრაფიაც ისეთივე ხელოვნებაა, როგორც ფოტოგრაფიის სხვა ჟანრები. საკმაოდ რთული პროცესია, ფოტოგრაფმა უნდა შექმნას ერთდროულად სხვადასხვა ჟანრის ფოტოები, მთელი დღის მანძილზე უნდა დაიჭიროს ემოციები, უნდა შეუქმნას წყვილს პოზიტიური განწყობა, ყურადღებით დააკვირდეს ყველა დეტალს, ასე ვთქვათ რამდენიმე საათში შეძლოს წყვილის გაცნობა და შექმნას მათი სიყვარულის საინტერესო ისტორია. კარგი კადრების შესაქმელად აუცილებელია განწყობა. ვცდილობ, მათთვის მნიშვნელოვან დღეს უახლოესი ადამიანი ვიყო წყვილისთვის. მნიშვნელოვანია, დაძაბულობა მოიხსნას და ხშირად სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაშიც ვეხმარება აღნიშნულ დღეს, რითაც მეტი ნდობა და მეგობრული კავშირი მყარდება.
- თუ გქონიათ გამორჩეული ქორწილი, წყვილი?თქვენი გვერდის თვალიერებისას ერთ საინტერესო ფოტოს და მიმოწერის სქრინს წავაწყდი, როცა პატარძალმა ქორწილამდე ფეხი მოიტეხა, მაგრამ ქორწილი არ ჩაიშალა. მოგვიყევით ამ ისტორიის და წყვილის შესახებ? როგორ ჩაიარა გადაღებებმა და ქორწილმა?
- რა თქმა უნდა, ყველა ფოტოგრაფი გამოარჩევს საკუთარი ალბომიდან გამორჩეულ, საინტერესო, დასამახსოვრებელ ქორწილს. ასევე, მეც მაქვს ჩემი გამორჩეული საქორწინო ფოტოსესიები. ერთ-ერთი მათგანი ზუსტად, ჩემი ფეხმოტეხილი პატარძალია, რომელმაც უამრავი საინტერესო კადრის გადაღების საშუალება მომცა და არ ჩაშალა ქორწილი. წყვილმა გადასარევად გაართვა თავი ყველაფერს. მათი ხასიათი და ბუნებრივობა მეტად მაძლევდა საშუალებას კარგი რეპორტაჟი შემექმნა. ძალიან გამიმართლა, რომ პატარძალი არ შეუშინდა ამ ფოტოსეისას და არც იმ კადრებზე თქვა უარი, სადაც ყავარჯენი და მოტეხილი ფეხი მკაფიოდ ჩანდა.
- ცოტა ხნის წინ ქართულ ონლაინ სივრცეს ჩვენი პლატფორმა, wedder.ge შეემატა. სადაცქორწილის დასაგეგმად, ყველა დეტალის მოძიება, ფასების შედარება და ღონისძიების დაგეგმვაა შესაძლებელი. შენთვის რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა ამ პლატფორმის გამოყენება?
- მიხარია, რადგან უამრავ წყვილს გაუმარტივდება მათი მნიშვნელოვანი დღის დაგეგმვა. ვიმედოვნებ, wedder.ge მათი ქორწილის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება.
- მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ წარმატებებს!
- მადლობა თქვენ, ასევე წარმატებები თქვენს გუნდს.
ფოტოგრაფის wedder-პროფილი იხილეთ აქ: Mariam Chilaia photography ან ეწვიეთ მის Facebook გვერდს
კომენტარები