თუ რამდენიმე დღეში ქორწილი გაქვთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენი სხეულის მოცულობა და წონა, არ არის იდეალურ მდგომარეობაში, ან საოცნებო საპატარძლო კაბას ვერ ირგებთ და ამის გამო კი განწყობის ამაღლებას ვერ ახერხებთ, არ იდარდოთ, ყველაფერი არც ისე რთულადაა.
გთავაზობთ მოკლევადიან დიეტას პატარძლებისთვის, რომელიც სულ რამდენიმე დღეში საშუალებას მოგცემთ, ჩადგეთ იდეალურ ფორმაში და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, ბრწყინვალედ გამოიყურებოდეთ:
I დღე
მთელი დღის განმავლობაში, რამდენიც გსურთ, იმდენი ტომატის წვენი და წყალზე მოხარშული 250 გრამი მოხარშული ბრინჯი, უმარილო და უშაქრო.
II დღე
მთელი დღის განმავლობაში 200 გრამი ხაჭო და რამდენიც გინდათ, იმდენი კეფირი. არ უნდა იშიმშილოთ - როგორც კი იგრძნობთ შიმშილს, მაშინვე უნდა დალიოთ კეფირი.
III დღე
მთელი დღის განმავლობაში 300-350 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი და რამდენიც გინდათ, იმდენი უშაქრო ჩაი. სასურველია მწვანე ჩაი, ხოლო ხორციდან სასურველია მოამზადოთ ქათმის ან ინდაურის თეთრი ხორცი ან სრულიად მჭლე საქონლის ხორცი.
IV დღე
მთელი დღის განმავლობაში 1 ბოთლი მშრალი, წითელი ღვინო და 200 გრამი უცხიმო ყველი. ამ დღეს უმჯობესია, წყალი არ დალიოთ.
წყარო: marao.ge
კომენტარები