საინფორმაციო ღილაკი
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

პატარძლები, რომლებიც ანიტას და გაბრიელის დასახმარებლად, საკუთარ საქორწილო კაბებს ყიდიან

4657

"ვიღებ მაგალითს სხვა პატარძლების კეთილი საქმიდან და ვყიდი ალბათ, ყველაზე ძვირადღირებულ ნივთს, რაც გამაჩნია და მინდა, რომ სხვამაც ისეთივე ბედნიერებით ატაროს, როგორც მე სამი წლის წინ. მინდოდა ეს კაბა, მთელი ცხოვრება, ეგოისტურად კარადაში მქონოდა სამახსოვროდ, მაგრამ ამ ჩვეულებრივი კაბით, ანიტას დავეხმარებით და თუ მყიდველი წინააღმდეგი არ იქნება გაბრიელსაც გავუნაწილებთ. მარგალიტებითაა მთლიანად მოქარგული, საკუთარი ხელებით." - ეს პოსტი, მარიკა ჩაგანავამ, საქველმოქმედო ჯგუფში #ანიტასთვის რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ის ერთ-ერთი მათგანია, იმ პატარძლებიდან, რომლებმაც პატარების გადასარჩენად საკუთარი საქორწილო კაბები გამოიტანეს აუქციონებზე.

 

ანიტა და გაბრიელი მძიმე დაავადებას ებრძვიან, რომელთა სიცოცხლის გადასარჩენადაც, ადამიანები ძალებს არ იშურებენ: ყიდიან ძვირფას ნივთებს და წიგნებს, აგირავებენ და ყიდიან სახლებს, მართავენ საქველმოქმედო კონცერტებს. პატარები თავიანთ ყულაბებს ხსნიან, სკოლისთვის განკუთვნილი თანხიდან რიცხავენ ფულს ანიტას და გაბრიელისთვის. ანიტა და გაბრიელი ქვეყნის გამაერთიანებელ, ყველაზე კეთილ ძალებად მოგვევლინენ, რომლებმაც ჩვენში  მიძინებული, თავდადებული სოლიდარობის გრძნობა გააღვიძეს.

 

საკო თოფჩიაშვილი ნანა მელქაძის სამ მოდელს ყიდის. ერთ-ერთი მოდელი საქორწილო კაბაა. 

 

სამი წლის წინანდელი ქორწილიდან, სამახსოვროდ შენახულ ულამაზეს კაბას ყიდიან საბა პაპიძე და მისი მეუღლე. ფასი აქაც არ არის მითითებული და მყიდველს, თავისი სურვილის და შესაძლებლობისამებრ შეუძლია იყიდოს საქორწილო კაბა.

 

ყველა შეთავაზების ნახვა შეგიძლიათ ჯგუფებში #ანიტასთვის და #გაბრიელისთვის. სახელებსა და გვარებზე დაკლიკებით ნახავთ ინფორმაციას კონკრეტულ შეთავაზებებზე.

 

გარდა ამისა, საქორწილო თემატიკაზე, ყვავილების სალონი "ფანტაზია" 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ყველა პატარძალს, რომელიც მოისურვებს ქველმოქმედება გაიღოს #ანიტას და #გაბრიელის დასახმარებლად.

 

საქველმოქმედო ჯგუფები:

   #ანიტასთვის

   #გაბრიელისთვის

 

 


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

12/12/2019

159

35 იდეა საქორწილო სკამების გასაფორმებლად
post-01

11/12/2019

1200

ფოტოკოლაჟი: კაქტუსი - ორიგინალური ჩანართი საქორწილო თაიგულში
post-01

10/12/2019

2043

მონიკა ქობულაძე: როგორი უნდა იყოს საქორწილო თაიგული ზამთრის სეზონზე
ყველაზე წაკითხვადი
post-01

15/11/2019

26704

ბერა ივანიშვილმა მეუღლეს ქორწინების 1 წლის იუბილე ვიდეოთი მიულოცა (+ვიდეო)
post-01

17/11/2019

17963

"სიძეები პატარძლებს ვერ სცნობენ" - ვინ არის ვიზაჟისტი, რომელიც სრულიად ახალ სახეებს ქმნის
post-01

02/12/2019

12457

მეჯვარე ბიჭების გოგოშკური "Bachelorette" და ბავშვობის მეგობრებისგან განებრივრებული პატარძალი