ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

როგორი უნდა იყოს საქორწინო ცერემონია - 2019 წლის მსოფლიო ტენდენციები

8318

საქორწინო ცერემონიალის ტრენდები წლიდან წლამდე იცვლება. იცვლება არამხოლოდ სამოსი - იცვლება  მოთხოვნები სივრცისადმი,დეკორი, ფერთა გამა. ხანდახან მეორდება რამდენადმე შეცვლილი ძველი ტენდენცია. ქორწილი ღია სივრცეში და სანაპიროზე, არატრადიციული ყვავილები თაიგულში, ბუშტები და ინდივიდუალური წერილები თითოეეული სტუმრისთვის - წარმოგიდგენთ 2019 წლის ტრენდულ ელემენტებს საქორწინო ცერემონიისთვის.

 

საქორწინო ცერემონიალების ორგანიზატორის ჯესიკა სლოანის აზრით, წვეულების თითოეულ დეტალს, შინაარსი და დატვირთვა აქვს. თბილი განათება, რბილი ტექსტურა და ნათელი ფოტოგრაფია  ბოლო წლების, დომინანტი მახასიათებლებია. ფრინველების გამოსახულებებითა და ჰარმონიული ელემენტებით  დეკორის გალამაზების სურვილი, მიუთითებს, რომ თანამედროვე წყვილებისთვის, თავიანთი ახალი ცხოვრების აღსანიშნავი დღეც, განსაკუთრებული თავგადასავალია.

123

არსებობენ წყვილები, რომლებიც საქორწინო წვეულების აღსანიშნავად, ტრადიციულად დარბაზის ტიპის სივრცეს ამჯობინებენ. ცერემონიალში კლასიკური დეკორით, მაქსიმალურად სადა, პასტელის ფერებში გადაწყვეტილი, ელეგანტური ვახშამი უნდა იყოს. კიდევ ერთი ცნობილი საქორწინო დიზაინერის, ლაურა აირენის თქმით, საუკეთესო ვარიანტი ინსპირაციისთვის, საკუთარი ბებოების სავახშმო მაგიდის ფოტოებია. ვერცხლის შანდლები, თეთრი ხელსახოცები, ოქროსფერი დეტალებით, მაქმანიანი სუფრა და ბროლის ჭურჭელი - 2019 წლის კლასიკური ქორწილის შემადგენელი, საუკეთესო ელემენტებია.

 

 

რაც შეეხება ტორტს - ის 2018 წლის ტენდენციის თანახმად, მასშტაბურობას და ეფექტურობას ინარჩუნებს. მაქსიმალურად შეხამებული უნდა იყოს დეკორაციასთან და თბილი ბრინჯაოს, რბილი ნაცრისფრის, ღია ლურჯისა და ოქროსფერის ტონალობაში გადაწყვეტილი.

 

როგორც ამბობენ, სამეფო ქორწილების  ბედი, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის საქორწინო ცერემონიამ განსაზღვრა. უზარმაზარი ყვავილების თაღს, ვერც ერთი, ამ ტიპის ქორწილის ორგანიზატორი გვერდს ვერ აუვლის.

 

ქორწილებს გარე სივრცეში, ალამაზებენ გრანდიოზული ყვავილების სცენითა და თაღით. ჭარბად პამპაისა და ხორბლის მცენარეებით. რომლებიც არამხოლოდ წყვილისთვის განკუთვნილ სცენას ალამაზებენ, არამედ სტუმრებისთვის განკუთვნილ სივრცესაც.

 

2019 წელს, საქორწინო წვეულებაზე სტუმრებს ინდივიდუალური ბარათები ხვდებათ. რომელშიც წყვილი, მათი სტუმრობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. იმ შემთხვევაში კი, თუ ქორწილი მცირე მასშტაბისაა, ჭურჭელიც კი ინდივიდუალური ელემენტებითაა გაფორმებული.

 

როგორც დასაწყისში ვთქვით, თანამედროვე წყვილები, ქორწილისთვის ღია სივრცეებს ამჯობინებენ, მოსწონთ სხვადასხვა ზომის ბუშტებისგან აგებული კედლები და ხავერდის სუფრიანი, გრძელი ან მრგვალი მაგიდები, რომლებზეც სტუმრები არ არიან მცირე ჯგუფებად დაყოფილი. უფრო და უფრო მეტად ერთვებიან საკუთარი ქორწილის დაგეგმვაში და თავიანთ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღის წარმართვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

 

დაგეგმე შენი საუკეთესო ქორწილი აქ: http://wedder.ge/


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6786

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5237

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი