ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

როგორ გადავურჩეთ საქორწილო სამზადისს

3780

ალბათ, ისტორიამ არ იცის ის შემთხვევა, როდესაც ქორწილისთვის მზადება მშვიდი და დეტალების მუდმივი ცვლილებების გარეშე მოხდა. ასეთი ზეიმის ორგანიზება ნამდვილად არ არის ადვილი პროცესი. მაგრამ შეგიძლიათ სასიამოვნო და  თუნდაც სასარგებლო გახადოთ. მთავარია, სტრესს არ დანებდეთ და არ დაივიწყოთ თქვენი ჯანმრთელობა. უფრო მეტიც, პატარძლების მიერ  ემოციურობისგან თავის დაღწევა იშვიათი არ არის, განსაკუთრებით ქორწილამდე დარჩენილ  ბოლო კვირებში.სტრესის გამო თაფლობის თვის ნაცვლად საავადმყოფოში რომ არ მოგიწიოთ წასვლა, გაითვალისწინეთ მარტივი რეკომენდაციები.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სადღესასწაულო დარბაზში ჯდომის გეგმის ან ფერის სქემის შეცვლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, არ გადატვირთოთ და არ შეაფერხოთ ქორწილის ორგანიზატორი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოცემულია მრავალი რჩევა,რომელიც ნებისმიერ დროს კარგია, ექსპერტები გირჩევთ, რომ განსაკუთრებით თქვენი ქორწილის წინ  გაამახვილოთ ყურადღება მათზე. ”ყველა პატარძალს, ვინც უნდა მოემზადოს მნიშვნელოვანი თარიღისთვის, ურჩევენ, სამზადისი დაიწყონ დაახლოებით სამი თვით ადრე.”

 

 

მეტი დრო დაუთმეთ ძილს.

 

თქვენი სხეულისა და გონების ყველა უჯრედი ღამით უმჯობესდება, თუ უპირატესობას მიანიჭებთ ძილს და დასვენებას. სწორედ ამიტომ, ექსპერტები მიიჩნევენ,რომ სწორი ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება პირველი და მთავარი ნაბიჯია გახალისებისა და სიმშვიდისკენ. მოგეხსენებათ, ძილის ნორმა რვა საათია, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იძინებთ. მომავალმა პატარძლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს რჩევა, რათა ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, გარდა ამისა სამზადისის დროს აუცილებელია დასვენებული იყოთ.

 

 

ნუ დანებდებით სტრესს

 

ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც კლიშე, მაგრამ სტრესი გარდაუვალია ქორწილის დაგეგმვისას. ყველაფერი იდეალური უნდა იყოს, საჭიროა ყველა დეტალზე ვიფიქროთ. იმის გამო, რომ შეუძლებელია ყველა პოტენციური საქორწილო პრობლემის გაკონტროლება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ როგორ მოგვარდეს სტრესი. ექსპერტი გვირჩევს; ნუ დაემორჩილები სტრესულ სიტუაციებს და შეეცადე პოზიტიური დარჩე. ყოველთვის შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ქორწილი, დაგეგმვის ყველა სირთულის მიუხედავად, მშვენიერი და  სიყვარულით სავსე დღე იქნება.

 

 

დაკავდით სპორტით

 

ქორწილის დაწყებამდე ვარჯიში არ არის აუცილებელი წონის დაკლების მიზნით. ვარჯიში დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ უკეთესად, გათავისუფლდეთ სტრესისგან და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორც სპორდარბაზში, ისე საკუთარ სახლში ან ეზოში.

 

 

იკვებეთ სწორად

 

დაივიწყეთ  ქორწილის წინ წონის დაკარგვის ტრადიცია. ქორწილისთვის მზადება ყველაზე ცუდი დროა, ლამაზი დიეტებისთვის.პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ თქვენს კეთილდღეობაზე, რადგან თუ დიეტას დაიცავთ, საბოლოოდ, იქნებით მშიერი, დაღლილი და დასტრესილი, რაც არ მოგცემთ საშუალებას, ისიამოვნოთ  ნანატრი დღით, ეს კი ნამდვილად არ გსურთ. რასაკვირველია, სწრაფი საკვებისა და ტკბილეულის მირთმევაც არ ღირს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჯანსაღად კვებაზე.

საკმაოდ ჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო რამ დაგეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებასა და  დაძაბულობისგან განთავისუფლებაში - ცხელი აბაზანა, მასაჟი, იოგა ან საყვარელი წიგნის კითხვა. დაისვენეთ გაუთავებელი მომზადებისგან და მეტი დრო დაუთმეთ თავს.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5245

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი