ყირგიზეთის დედაქალაქში, რომელიც ხალხმრავალი ოჯახური დღესასწაულებითაა ცნობილი, განსაკუთრებული პრეცედენტი შეიქმნა. COVID-19- ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიშკეკში ონლაინ ქორწილი გაიმართა. სტუმრები და ახლობლები ქორწილს მობილური აპლიკაციის საშუალებით ვირტუალურად დაესწრნენ.
ყირგიზული ახალი ამბების სააგენტო 24.kg-ის ცნობით, 27 წლის ბიშკეკის მკვიდრი და მისი 24 წლის შეყვარებული, ინტერნეტით დაქორწინდნენ. ზეიმზე ორმოციოდე სტუმარი შეიკრიბა.
„ყველაფერი ნამდვილ ქორწილს ჰგავდა, - ციტირებს ღონისძიების წამყვანი, - მან კარგად ჩაიარა, ინტერნეტი შეფერხდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ღონისძიებას შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ. იყო სადღეგრძელოები, შოუ-პროგრამა, ასევე დავუკავშირდით მუსიკოსებსაც. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ეს ყველაფერი გავიმეოროთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ვიქნებით პირველი და უკანასკნელი, ვინც უიმედობის გამო გადაწყვიტა ამის გაკეთება.“
მასალის ავტორი ანა მარგალიტაძე
კომენტარები