ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

"Love is..." - შესანიშნავი ილუსტრაციის შემქმნელი წყვილის, სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია

11874

გაგიკვირდებათ მაგრამ ამ შესანიშნავ სურათებს ჩვენი ბავშვობდიან, საიდანაც პირველად გავიგეთ ნამდვილი სიყვარულის შესახებ, ბევრად უფრო ღრმა ისტორია აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს...

ამ მშვენიერი სერიის Love is მხატვარი სურათებს მეუღლეს უძღვნიდა, მათი სიყვარულის ისტორიაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მეუღლის მიერ შემქნილი ილუსტრაციები.

 

ახალ ზელანდიელ მხატვარ კიმ გროუვს სურდა მთელი მსოფლიოს დაპყრობა, 19 წლის ასაკში მან მოგზაურობა დაიწყო, მოგზაურობამ კი 6 წლის შემდეგ კალიფორნიამდე მიიყვანა სადაც გაიცნო ახალგაზრდა მიმზიდველი  იტალიელი რობერტო კასალი, რომელმაც მთლიანად დაიპყრო მისი გული.

 

მორცხვმა ახალგაზრდა მხატვარმა არ იცოდა თუ როგორ გაენდო თავისი გრძნობები რობერტოსათვის, დაიწყო ამ ილუსტრაციების ხატვა სალფეტკზე,იგი ხატავდა ბიჭზე ყურებამდე შეყვარებულ მორცხ გოგონას,  სწორედ ასე გამოჩნდა 1971 წელს ეს  ლამაზი გოგონა კიმის კომიქსებში.

 

მოგვიანებით კიმი და რობერტო დაქორწინდენ იმავე ეკლესიაში, სადაც იქორწინეს მხატვრის მშობლებმაც.

 

მხატვარმა თავისი საქორწინო კაბა გრძელი ფატით და ყვავილების ბუკეტი არა ერთ Love is ილუსტრაციებში ასახა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს ბედნიერი გოგონა თავად არის.

 

ბედნიერი წყვილის სიყვარულის ისტორია შესაძლებელი იყო მხოლოდ 1971 წლის კომიქსების გვერდებზე დარჩენილიყო, რომ არა რობერტოს ძალისხმევა, რომელმაც მთელი თავისი ძალა და ოჯახის ბიუჯეტი თავისი ცოლის პოპულარიზაციას მოახმარა. მან მიაღწია იმას რომ თავისი ცოლის მხიარული ილუსტრაციები იბეჭდებოდა “Los Angeles Times”- ში, მოგვიანებით ამ ტალღამ 60-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა და ამ ილუსტრაციებს ხატავდნენ მაისურებზე, სუვენირებზე და.ა.შ.

 

 

ამ ფოტოებში მთელი თავისი ცხოვრებისეული ისტორიების ასახვით, კიმმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თუ რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, მთელი თავისი შემადგენელი ნიუანსებით, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ოჯახის სირთულეები, და ამასთანავე ამ სურათებში ადგილი ჰპოვა მათთვის საყვარელი ძაღლის გარდაცვალების ეპიზოდმაც კი.

 

სამწუხაროდ რეალურმა ცხოვრებამ, ამ ბედნიერ ფოტოებში თავისი კორექტურები შეიტანა. 1975 წელს რობერტოს დაუდგინეს რთული დაავდება - კიბოს ბოლო სტადია, მას დრო სიცოცხლისთვის ცოტა ჰქონდა დარჩენილი, კიმმა კი თავისი საქმიანობა ანიმატორს, ბილ ესპრის გადააბარა, რომელიც აგრძელებდა Love is სერიების შექმნას. სიცოცხლისთვის ბრძოლის მიუხედავად ერთი წლის შემდეგ რობერტო გარდაიცვალა. ასე გაჩნდა ილუსტრაცია, სადაც კიმი საფლავის ქვის წინ დგას.

 

 

 

მხატვარმა ძალიან რთულად გადაიატანა მეუღლის სიკვდილი და თავადაც მალევე დაავადდა, მას ღვიძლისა და ძვლის კიბო დაუდგინეს, 55 წლის ასაკში კიმიც გარდაიცვალა და ობლად დატოვა სამი შესანიშნავი ბავშვი.

 

 

გარდაცვალების მიუხედავად მათი საქმიანობა არ გამქრალა, მშობლების მემკვიდრეობას რობერტოსა და კიმის უფროსი ვაჟი უძღვება. ილუსტრარტორის ბილი ესპრის მეშვეობით კი ჩნდება ახალი და ახალი სახალისო ფოტოები და რა თქმა უნდა ყველა ხელმოწერით „კიმი“.

 

 

 

მასალის ავტორი ლიკა ჩხენკელი


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4793

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5225

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი