ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღე, ყველა წყვილისთვის განსაკუთრებულ სამზადისს გულისხმობს. პატარძლები კი ხანდახან ზედმეტადაც ღელავენ, მათ გარეგნობაზე, ვიზუალზე, სამოსზე. თვეობით ადრე იწყებენ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, ნერვიულობენ ე.წ. "ზედმეტ კილოგრამებზე" და ცდილობენ მათ მოშორებას, თუმცა წონასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი სტანდარტები, სულაც არ განსაზღვრავენ პატარძლების ბრწყინვალებას, რადგან ყველა გოგონას, ქალს, ნებისმიერ წონით კატეგორიაში* აქვს თავისი ინდივიდუალური ხიბლი, რომელსაც შესაბამის სტილში, განსაკუთრებით გაუსვამს ხაზს. ყველაზე მთავარი ხიბლი კი, ბედნიერების და შინაგანი სამყაროს ნათელი სხივია თვალებში და სახეზე.
თქვენ, ყველანი მშვენიერები, განსაკუთრებულები და ამაღელვებლად კარგები ხართ. ეცადეთ, საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ემოციები, უმნიშვნელო დეტალებზე ღელვით არ გააუფერულოთ.
კომენტარები