ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ფერადი თეთრის ნაცვლად - ვარსკვლავების ცნობილი ფერადი საქორწილო კაბები

17109

ყველაფერი ასე იწყება - 1559 წელს შოტლანდიის დედოფალმა მერიმ (მერი სტიუარტი) საფრანგეთის მეფე ფრანცის მე-2-ზე ქორწინებისას თეთრი ფერის კაბა მოირგო. მოგვიანებით, ტრადიციის დამკვიდრება დედოფალ ვიქტორიას მიეწერება, რომელმაც 1840 წელს პრინც ალბერტზე დაქორწინებისას არჩევანი თეთრი ფერზე შეაჩერა. მე-19 საუკუნის ბოლოსათვის კი თეთრი ფერის საქორწილო კაბა ელიტური ქორწილების განუყოფელ ნაწილად იქცა, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. თუმცა ბრიტანეთისა და ამერიკის მოსახლეობის საშუალო კლასს ეს ტრადიცია მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე არ მიუღიათ. გამომდინარე იქიდან, რომ თეთრი ფერი ერთგვარად უმნაკოების, უბიწოებისა და ჭეშმარიტების გამოხატულებად ითვლება, საუკუნეების გასვლის შემდეგაც კი პატარძლებს უწევთ ყოველგვარი არჩევანის გარეშე საკუთარ ქორწილში თეთრი ფერის კაბა მოირგონ. თუმცა არასდროს ისმის კითხვა... რომელია მათი ბედნიერი ფერი? იქნებ ზოგიერთი მათგანისათვის ჭეშმარიტი სიყვარულისა და უმანკოების სიმბოლო ყვითელი ფერია?

 

 

 

 

ფოტოზე: დედოფალი ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის ქორწილი.

 

 არსებობენ ვარსკვლავები, რომლებმაც უარი თქვეს თეთრი ფერის საქორწილო კაბაზე და მათი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს ფერადი კაბებით გამოჩნდნენ ხალხის წინაშე. ეს ყველაფერი თქვენი არჩევანია. ზოგიერთი ადამიანი ბავშვობიდან ოცნებობს თეთრი ფერის საქორწილო კაბის მორგებაზე... ზოგიერთისათვის კი ფერს მნიშვნელობა სულაც არ აქვს. ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ გთავაზობთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ვარსკვლავებს, რომლებმაც უარი თქვეს საუკუნეობრივ ტრადიციაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  ჯესიკა ბილი

   მსახიობმა, ჯესიკა ბილმა, და მომღერლმა და მსახიობმა, ჯასტინ   ტიმბერლეიკმა, საქორწილო ფიცი იტალიაში, ზღვისპირა ზღპარულ   რეგიონ, აპულიაში, 2012 წელს გაცვალეს. მსახიობს იტალიელი   დიზაინერის, Giambattista Valli-ის, მიერ შექმნილი პასტელური   ვარდისფერი კაბა ეცვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მენდი მური

This Is Us-ის ვარსკვლავმა, მენდი მურმა, Rodarte-ს მოდის სახლის მიერ შექმნილი ღია ვარდისფერი, ყვავილებითა და „კოპლებით“ გაფორმებული ღია ვარდისფერი კაბა მოირგო. მსახიობი სტერეოტიპების დარღვევას არ უშინდება, ამიტომ  ტრადიციული თეთრი ფერის კაბა, როგორც აღმოჩნდა მისთვის კომფორტული სულაც არ იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

  გვენ სტეფანი

  გვენ სტეფანსა და როკვარსკვკლავ, გავინ როსდეილს, 2002 წელს 2 საქორწილო   ცერემონია  ჰქონდათ, ლონდონსა და ლოს ანჯელესში. გვენს ბრიტანელი მაესტროს, ჯონ   გალიანოს, მიერ შექმნილი თეთრი და ვარდისფერი ომბრეს ეფექტის მქონე კაბა ემოსა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელიზაბეტ ტეილორი

ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის 2 ქორწილიდან ერთ-ერთში მსახიობს ყვითელი ფერის კაბა ეცვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   ენ ჰეთეუეი

  ენ ჰეთეუს საოცნებო საქორწილო კაბა თეთრისა და ვარდისფერის   შერწყმით ლეგენდარული მოდის სახლის, Valentino-ს, მიერ არის   შექმნილი. კაბა სპილოსძვლის ფერი აბრეშუმისა და ე.წ „ტულეს“   ქსოვილით არის შეკერილი , რომელსაც ხელნაკეთილი აბრეშუმისაგან დამზადებული ყვავილები ამშვენებს.

   კაბის ქვედა ნაწილის ფერი კამათის საგნად იქცა, თუმცა მას შემდეგ   რაც ვალენტინოს მოდის სახლმა კაბის ესკიზი გაასაჯაროვა, ცხადი   გახდა რომ ის ნამდვილად ვარდისფერი იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ემა ტომფსონი

1989 წელს ბრიტანელი მსახიობი, ემა ტომფსონი, საკუთარ ქორწილში უჩველო და არატრადიციული, ფერადი მოკლე კაბით გამოცხადდა.

                                                             

 

 


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4791

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი