საინტერესოა, ასაკისა და სქესის მიხედვით, რამდენი ქორწინებაა დარეგისტრირებული საქართველოში? „საქსტატის“ ეს კვლევა 2019 წლის მდგომარეობას ასახავს.
16-19 წლის ასაკში 294 მამაკაცის, ხოლო მამაკაცთა ქორწინების 1933 ფაქტი დასტურდება. ნაადრევი ქორწინების ფაქტებში მდედრობითი სქესის დომინანტობა აშკარა და თვალშისაცემია.
20-24 წლის მოქალაქეთა კატერგორიაში ფიქსირდება 4323 მამაკაცისა და 6404 ქალის დაქორწინების ფაქტი.
25-29 წლის კატეგორიიდან უკვე ვხედავთ მამრობითი სქესის გააქტიურების ტენდენციას- ამ ასაკობრივი კატეგორიის დაქორწინებულ მამაკაცთა რიცხვი 7602- ს შეადგენს, ქალთა რიცხვი კი- 5801- ს. ეს ტენდენცია, მომდევნო ასაკობრივ კატეგორიებში უფრო და უფრო მყარდება.
30-34 წლის კატეგორიაში ქორწინდება 4418 მამაკაცი, ქალბატონი კი მხოლოდ 3385.
40-44 წლის კატეგორიიდან, როგორც მოსალოდნელია, ქორწინებათა რიცხვის თვალშისაცემი კლება გვაქვს - ფიქსირდება 1876 მამაკაცისა და 1479 ქალბატონის ქორწინების ფაქტი, 45- 49 წლის კატეგორიაში- 1122 მამაკაცისა და 897 ქალის, 50- 54 წლის კატეგორიაში კი- 723 კაცის და 532 ქალის.
ბუნებრივია, დაქორწინებულ მოქალაქეთა რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება ბოლო ორ კატეგორიაში. 55- 59 წლის ასაკში გვაქვს 484 მამაკაცისა და 321 ქალის ქორწინების ფაქტი, 60- ს პლიუს კატეგორიაში კი- 525 მამაკაცისა და 277 ქალის.
ავტორი: მარიამ ადამია
კომენტარები