ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ყველაფერი თანმიმდევრობით: საქორწილო მზადების ჩეკ-ლისტი

5519

პატარძლები ხშირად აღიარებენ, რომ ყველაზე რთული, საქორწილო მზადების დაწყება და მისი პირველი ეტაპებია - განსაკუთრებით რთულია იმ გადაწყვეტილების მიღება, თუ მაინც რით და საიდან უნდა დავიწყოთ მზადება? პირველ რიგში რომელი საკითხები უნდა მოვაგვაროთ ნიშნობის შემდეგ, ან რომელი საქმეების გადადება შეიძლება? გაეცანით ჩვენს ჩეკ-ლისტს და მიიღეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კითხვაზე პასუხი. მაშ ასე, დავიწყოთ.

ქორწილამდე 10-12 თვით ადრე

თუ თქვენ ჯერ არ ჩქარობთ ქორწილს, ნურც თავიდან ბოლომდე საქორწილო მზადებაში ჩაფლობას იჩქარებთ. მიეცით თქვენს თავს დრო და საშუალება დატკბეთ ახალი, პატარძლის სტატუსით და იმის გასაგებად, თუ რას მოელით და რა გსურთ მომავალი ღონისძიებისგან. მიუძღვენით ეს თვეები ინტერნეტში სხვადასხვა თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და საქორწილო ჟურნალების კითხვას.

  1. შეადგინეთ დაახლოებითი ბიუჯეტი;
  2. შეისწავლეთ საქორწილო შეთავაზებების არეალი;
  3. შეარჩიეთ ქორწილის თარიღი;
  4. ჩამოყალიბდით ქორწილის ფორმატზე (ფურშეტი, ბანკეტი, დიდი ქორწილი, ვიწრო წრეში, საზღვარგარეთ, თქვენს ქალაქში და ა.შ.).

ქორწილამდე 8-9 თვით ადრე

საუკეთესო დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგალითად, სად გაიმართება თქვენი ქორწილი, ისარგებლებთ თუ არა ორგანიზატორის მომსახურებით, რამდენი სტუმრის დაპატიჟებას აპირებთ. მაგრამ, უპირველესყოვლისა - გაანაწილეთ პრიორიტეტები, განსაზღვრეთ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილში და რა - მეორეხარისხოვანი. ეს დაგეხმარებათ ბიუჯეტის სწორად განაწილებაში.

  1. შეარჩიეთ ადგილმდებარეობა (ეკლესია/ცერემონია/რესტორანი);
  2. დაიქირავეთ ორგანიზატორი (სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში);
  3. აირჩიეთ წამყვანი, ფოტოგრაფი და ვიდეო-ოპერატორი;
  4. შეადგინეთ სტუმრების დაახლოებითი სია;
  5. გაანაწილეთ ბიუჯეტი ხარჯების მიხედვით.

ქორწილამდე 6-7 თვით ადრე

ყველაზე აქტიური მზადების პერიოდი. საქორწილო გაწამაწია და თქვენი დატვირთვა დამოკიდებული იქნება საქორწილო კონცეფციისა და ორგანიზატორის ყოლასა თუ არ ყოლაზე. მაგრამ არის კიდევ ისეთი უნივერსალური საკითხები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ:

  1. საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ ქორწილის კონცეფციასა და სტილისტიკაზე;
  2. ,,Save the date“ - მოსაწვევი ბარათების დიზაინის შერჩევა;
  3. საქორწილო კაბის ყიდვისა თუ შეკერვის გადაწყვეტილება;
  4. თაფლობის თვის მიმართულების შერჩევა;
  5. მეჯვარეების/მოწმეების არჩევა;
  6. ფლორისტ/დეკორატორის არჩევა.

ქორწილამდე 4-5 თვით ადრე

  1. ფოტოგადაღება - love-story;
  2. შეარჩიეთ კონდიტერი და ტორტი;
  3. მეჯვარეების/მოწმეების კაბების შერჩევა, დრესს-კოდი სტუმრებისთვის;
  4. ნეფის კოსტიუმის შეძენა;
  5. ლოგისტიკის მოფიქრება (შეარჩიეთ სატრანსპორტო კომპანია, გათვალეთ მანქანების რაოდენობა და დრო)
  6. სტილისტ/ვიზაჟისტის მოძიება;
  7. ბეჭდის შეძენა;
  8. საქორწილო ცეკვის შესწავლის დაწყება.

ქორწილამდე 3 თვით ადრე

  1. დაგზავნეთ მოსაწვევი ბარათები;
  2. დაჯავშნეთ სასტუმროს ნომერი პატარძლის დილისთვისა და პირველი საქორწილო ღამისთვის;
  3. ჩაატარეთ თქვენი საქორწილო ლუქის რეპეტიცია;
  4. შეადგინეთ პლეილისტი დიჯეისთან ერთად;
  5. შეადგინეთ საღამოს პროგრამა წამყვანთან ერთად;
  6. შეიძინეთ მეორე კაბა ბანკეტისთვის;
  7. შეიძინეთ საქორწილო ფეხსაცმელი და მეორე წყვილი საღამოსთვის;
  8. შეარჩიეთ პატარძლის თაიგულის შემადგენლობა/დიზაინი.

ქორწილამდე 2 თვით ადრე

  1. თუ მზადება მიმდინარეობს ორგანიზატორის გარეშე, აიყვანეთ კოორდინატორი ქორწილის დღისთვის;
  2. აირჩიეთ ცერემონიის წამყვანი;
  3. შეადგინეთ თაიმინგი;
  4. მოამზადეთ კომპლიმენტები სტუმრებისათვის;
  5. შეიძინეთ თეთრეული, აქსესუარები;
  6. ჩამოაყალიბეთ მენიუს საბოლოო სახე;
  7. შეარჩიეთ მუსიკა ცერემონიისთვის;
  8. შეადგინეთ სტუმრების განაწილების გეგმა.

ქორწილამდე 1 თვით ადრე

  1. მოირგეთ კაბა ტანზე;
  2. მოაწყეთ წინასაქორწილო წვეულება;
  3. შეარჩიეთ ტანისამოსი ბუდუარის/კრების გადასაღებად;
  4. შეიძინეთ ალკოჰოლური სასმელები;
  5. მოიფიქრეთ ქორწილის ჰეშთეგი.

ქორწილამდე 1-2 კვირით ადრე

არ დაიტოვოთ საქმეები. უმჯობესია ღონისძიებამდე 1-2 კვირით ადრე დაამთავროთ ყველანაირი მზადება, იმისათვის რომ ქორწილის დღეს დასვენებული და ენერგიით აღსავსე იყოთ. პლიუს, რაც არ უნდა დაწვრილებით განსაზღვროთ მზადების განრიგი, დიდი ალბათობით ამ დღეებში სასწრაფოდ მოსაგვარებელი სხვა საქმეებიც გამოჩნდება. ამიტომ, ერთხმად უმჯობესია, თუ თქვენ თავისუფალი იქნებით, იმისათვის რომ  მოაგვაროთ ისინი ზედმეტი სტრესისა და სიჩქარის გარეშე.

  1. ცერემონიის რეპეტიცია;
  2. დაუკავშირდით ყველა კონტრაქტორს და დააზუსტეთ შეთანხმებები;
  3. შეადგინეთ ფიცები;
  4. გაიკეთეთ მანიკიური/პედიკიური;
  5. ჩაიცვით და ცოტახნით მაინც იარეთ საქორწილო ფეხსაცმლით სახლში;
  6. თუ თქვენ ქორწილის დასრულებისთანავე მიემგზავრებით თაფლობის თვეში - ჩაალაგეთ ჩემოდნები.

კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

23/10/2020

654

10 ოქროს წესი საქორწილო ხარჯების დასაზოგად
post-01

22/10/2020

536

როგორი უნდა იყოს პატარძლის თაიგული ზამთარში
post-01

21/10/2020

1664

5 საუკეთესო ფილმი ქორწილზე
ყველაზე წაკითხვადი
post-01

30/09/2020

8893

თუ ერთფეროვნება მოგბეზრდათ - როგორ შევმატოთ ურთიერთობას ახალი ფერები და ემოციები
post-01

30/09/2020

6209

ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში
post-01

21/10/2020

1664

5 საუკეთესო ფილმი ქორწილზე