ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

თუ ერთფეროვნება მოგბეზრდათ - როგორ შევმატოთ ურთიერთობას ახალი ფერები და ემოციები

8893

ჯანსაღ და მყარ ურთიერთობებსაც პერიოდულად სჭირდებათ გახალისება. თუ კინოსა და კაფეებში სიარული მოგწყინდათ, დროა გაამრავალფეროვნოთ უქმეები რაიმე ახლით! ჩვენ მოგიმზადეთ შესანიშნავი იდები, თუ როგორ გაახალისოთ თქვენი ურთიერთობა და გაატაროთ ერთად ძალიან მხიარული და ემოციებით სავსე უქმეები.

 

 

გასართობი პარკები

 

გასეირნება გასართობ პარკში - გაძლევთ საშუალებას ცოტახნით დაბრუნდეთ ბავშვობაში. დასხედით სხვადასხვა ატრაქციონებზე, კარუსელებზე, იყიდეთ ბამბის ნაყინი, ითამაშეთ კრივი, სცადეთ მოიგოთ ერთმანეთისთვის რაიმე პრიზი სამახსოვროდ, რომელიც მომავალში გაგახსენებთ, ამ თბილ და სახალისო პაემანს.

 

 

ტენისის თამაში

 

დაიქირავეთ ცოტახნით ტენისის კორტი და გაატარეთ ამ საინტერესო თამაშთან ერთად თუნდაც ერთი საათი. თუ თქვენ ახალბედა ხართ ამ საკითხში, შეგიძლიათ აიღოთ ტენისის გაკვეთილი. შესაძლოა, ერთმა ასეთმა პაემანმა, თქვენს ცხოვრებას ახალი საერთო გატაცება შემატოს.

 

 

მოამზადეთ ვახშამი ერთად

 

რესტორანში წასვლა ან საკვების გამოძახება, ჩაანაცვლეთ გემრიელი ვახშმით, რომელსაც საკუთარ სამზარეულოში ერთად მოამზადებთ. შეარჩიეთ სასურველი რეცეპტი, შეიძინეთ ყველა ის პროდუქტი, რაც დაგჭირდებათ და შეუდექით ფუსფუსს. კერძი, რომელიც სიყვარულით მზადდება, აუცილებლად უგემრიელესი გამოვა!

 

 

ხელოვნების მასტერ-კლასი

 

ჩაეწერეთ მაგალითად, ხატვის მასტერ-კლასზე. შეეხეთ ხელოვნებას და შექმენით ერთად თქვენი პირველი საერთო შედევრი.

 

 

სამაგიდო თამაშები

 

გაატარეთ საღამო საინტერესო სამაგიდო თამაშთან ერთად, არჩევანი ახლა საკმაოდ დიდია - მონოპოლია, ჯენგა, სკრაბლი… შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და გულიანად გაერთეთ.

 

 

გასეირნება ველოსიპედებით

 

თუ თქვენ არ გყავთ ველოსიპედები, დაიქირავეთ ისინი და გაისეირნეთ თქვენთვის ჯერ უცნობ ადგილებში, დატკბით ბუნებით და ახალი აღმოჩენებით. არ დაგავიწყდეთ წყლისა და ცოტაოდენი საკვების წაღება. საჭიროების შემთხვევაში ნავიგატორი გამოიყენეთ.

 

 

სპორტული აქტივობები

 

დილის გარბენა ან სპორტ დარბაზში ვარჯიში ძალიან მოეწონებათ მათ, ვისაც უყვართ ჯანსაღი ცხოვრების წესი ან მათ, რომლებსაც უკვე რა ხანია სურთ ცხოვრების წესის შეცვლა. საკუთარ სხეულზე ზრუნვა, ტონუსში ყოფნა და ამ ყველაფერზე ერთობლივად მუშაობა - ძალიან მაგარია!

 

 

კარაოკე

 

თუ თქვენ გიყვართ მუსიკა, კარაოკე კლუბი თქვენი საღამოს გასახალისებლად შესანიშნავი არჩევანი იქნება. იმღერეთ ერთად თქვენი საყვარელი სიმღერები, აფრქვიეთ ენერგია და უბრალოდ გაერთეთ ერთად. მაგრამ თუ რომელიმე თქვენგანს არ უყვარს სიმღერა ან სრცხვენია, ასეთი პაემანის დაგეგმვა არ ღირს.

 

 

მუზეუმი

 

ესტუმრეთ თემატურ გამოფენას ან მუზეუმებს. როდესაც გახსნით თქვენი ქალაქის აფიშას, გაგიკვირდებათ, თუ რამდენი მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიება ტარდება. ხელოვნება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, ზოგჯერ საკმაოდ არაპროგნოზირებადიც. ჩაკიდეთ ხელი თქვენს მეორე ნახევარს და დატკბით ხელოვნების ნიმუშებით, რაც დამეთანხმებით ძალიან საინტერესოა, როგორც სანახავად, ასევე სასაუბროდ.

 

 

ფოტო-გასეირნება

 

გაიყოლეთ სასეირნოდ გასვლისას ფოტოაპარატი და აღბეჭდეთ თქვენი თვალით დანახული ყველა ის სილამაზე, რასაც თქვენს გარშემო აღმოაჩენთ - ლამაზი ხედები, სახალისო წარწერები, ერთმანეთისთვის ნაჩუქარი ღიმილები… ფოტოების დამსახურებით, თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ დაუბრუნდეთ ამ ლამაზ დღეს, რომელმაც ამდენი გულისამაჩუყებელი მომენტები და პოზიტიური ემოციები გაჩუქათ.

 

 

ცეკვა

 

ჩაეწერეთ ცეკვის გაკვეთილებზე, წადით კლუბში ან, მოაწყეთ მინი საღამოს ღონისძიება ხმამაღალი მუსიკის ფონზე საკუთარ სახლში. თუ კი ცეკვის გაკვეთილები ორივეს მოგეწონათ, სიხარულითა და სიამოვნებით განაგრძობთ სიარულს და უკვე ქორწილისთვის, თქვენ თითქმის პროფესიონალურ დონეზე შეძლებთ ცეკვას.

 

 

დღე სანაპიროზე

 

წელიწადის თბილ დროს, დანიშნეთ პაემანი წყლის პირას, იქნება ეს მდინარე, ტბა თუ ზღვა. შეარჩიეთ ცხელი დღე, რომ მზეზე ინებივროთ და ბევრი იცუროთ. თუ არის საშუალება, გაემგზავრეთ ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას, იმისათვის რომ დატკბეთ, ბუნებითა და სიმშვიდით.

 

 

გასტრონომიული გასეირნება

 

გაისეირნეთ ქალაქში საინტერესო და გემრიელი საკვების ძიებაში. ეს სულაც არ გულისხმობს სწრაფ კვებას. შეგიძლიათ დააგემოვნოთ გემრიელი ნაყინი. ეცადეთ აღმოაჩინოთ რაიმე ახალი, იმისათვის რომ გააკვირვოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე თქვენი მეორე ნახევარი.

 

 

გასვლა ბუნებაში კარვებით

 

გაექეცით ცოტახნით ცივილიზაციას და მოაწყეთ გასვლა კარვებით ბუნებაში, თუნდაც ერთი დღით. სუფთა ჰაერი, გემრიელი საჭმელი, საღამოს კოცონი მზის ჩასვლის შემდეგ, ცხელი ჩაი და ერთი განსხვავებული ღამე ქალაქის ხმაურისგან შორს - ყოველივე ეს დადებითად აისახება, როგორც თქვენს ურთიერთობაზე, ასევე თქვენს განწყობასა და სულიერ სიმშვიდეზე.

 

 

მანქანით მოგზაურობა

 

თუ არ იცით და ვერ გადაგიწყვეტიათ სად წახვიდეთ, მოიძიეთ სასარგებლო რეკომენდაციები ბლოგებში, ფორუმებში ან გამოიყენეთ მეგობრებისა და ნაცნობების რჩევები. არ დაგავიწყდეთ რაიმე საკვების გაყოლება პიკნიკისთვის და ფოტოაპარატი. გარემოს შეცვლა, მოგზაურობისგან მიღებული ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები გარანტირებული გაქვთ.

 

 

მასაჟი ორისთვის

 

დატკბით მოსადუნებელი მასაჟის სეანსით ერთად. ორივე თქვენგანისთვის უეჭველად სასიამოვნო იქნება რელაქს-პროცედურის ჩატარება დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს.

 

 

ციგურებით სრიალი

 

იქირავეთ ციგურები და ხელი-ხელთ ჩაკიდებულები დატკბით სრიალის პროცესით. თუ თქვენ ეს არასოდეს გაგიკეთებიათ, დროა ამ ავანტიურას დათანხმდეთ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ყველაფერში და ყოველთვის მხარს დაგიჭერთ.

 

 

მოგზაურობა ქალაქში

 

აღმოაჩინეთ ხელახლა ის ქალაქი, რომელში ცხოვრობთ, სცადეთ ტურისტების როლის მორგება. დაგეგმეთ გასეირნება იმ ადგილებსა თუ ქუჩებში, რომლებშიც ჯერ კიდევ არ ხართ ნამყოფები. მოიძიეთ საინტერესო და განსხვავებული მარშრუტები. გაგიკვირდებათ, თუ რამდენი საინტერესო და თქვენთვის ახალი ადგილები არსებობს. ასეთი გასეირნება კი თქვენთვის პატარა თავგადასავლად იქცევა.

 

 

ღია კინოთეატრი

 

წელიწადის თბილ დროს, სხვადასხვა ქალაქში ატარებენ ღია კინოთეატრის ორგანიზებას, რომლებიც ხშირად უფასოდ მუშაობენ. ძველი კარგი ფილმის ყურება ღია ცის ქვეშ და პლედები - ეს ნამდვილად ძალიან რომანტიკულია.

 

 

პლანეტარიუმი

 

თქვენ არა მხოლოდ უამრავი სიახლის გაგების საშუალება მოგეცემათ, არამედ პროფესიონალური დანადგარების საშუალებით ნახავთ იმას, რაც დიდი ალბათობით ჯერ არ გინახავთ. ვარსკვლავებით სავსე ცის ყურება კარგი ტელესკოპით, უბრალოდ არაჩვეულებრივი და ლამაზი სანახაობაა.

 

 

ავტორი: ნინო ცქვიტინიძე


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

23/10/2020

654

10 ოქროს წესი საქორწილო ხარჯების დასაზოგად
post-01

22/10/2020

536

როგორი უნდა იყოს პატარძლის თაიგული ზამთარში
post-01

21/10/2020

1664

5 საუკეთესო ფილმი ქორწილზე
ყველაზე წაკითხვადი
post-01

30/09/2020

6209

ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში
post-01

29/09/2020

5520

ყველაფერი თანმიმდევრობით: საქორწილო მზადების ჩეკ-ლისტი
post-01

21/10/2020

1664

5 საუკეთესო ფილმი ქორწილზე