ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

10 თითქოს და შეუმჩნეველი დეტალი საქორწილო დეკორში, რომლებსაც სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვთ

4342

როდესაც ღონისძიების ძირითადი საკითხების გადაწყვეტა ხდება, პატარძლებს ხშირად ავიწყდებათ ეგრეთწოდებული წვრილმანები, მაგრამ ღონისძიების არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალები. იმისათვის, რომ თქვენც იგივე შეცდომა არ დაუშვათ, ჩვენ შევადგინეთ საქორწილო დეკორის 10 ელემენტის ჩამონათვალი, რომლებიც თქვენს ქორწილში განუმეორებელ ატმოსფეროსა და სიმყუდროვეს შექმნიან.

 

1. განათება

 

გირლიანდები ინკანდესენტური ნათურებისგან, ელეგანტური, ძველებური ჭაღები, სასანთლეები ან მაგიდის პატარა სანათები - ნებისმიერი საქორწილო სტილისტიკა ითხოვს გარკვეული განათების შერჩევას. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხის მნიშვნელოვანი და ტექნიკური მხარე: მდუმარე განათება შეიძლება ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ არც თუ ისე კარგად აისახება საქორწილო ფოტოების ხარისხზე.

 

2. მანიშნებლები

 

ხის მანიშნებლები საქორწილო ზონების დასახელებით - ეს უბრალოდ დეკორის ლამაზი ელემენტი არ არის, არამედ საკმაოდ სასარგებლო დეტალი, განსაკუთრებით დიდი ქორწილებისთვის. სად ჩატარდება ცერემონია, როგორ მივიდე ბართან ან სად ვიპოვი ტკბილ სუფრას? ყველა ჩამოთვლილი კითხვა შეგიძლიათ მარტივად აიცილოთ, თუ დააყენებთ მთელს მოედანზე მანიშნებელ დაფებს.

 

3. განაწილების გეგმა

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი დიდი ქორწილისთვის. იმისათვის, რომ სტუმრებს არ მოუწიოთ მათთვის განკუთვნილი მაგიდებისა და ადგილების ძებნა, განაწილების გეგმა მხოლოდ ლამაზი კი არ უნდა იყოს, არამედ ინფორმატიულიც. თუ სტუმართა რაოდენობა აღემატება 100 ადამიანს, ოპტიმალური ვარიანტი ანბანის მიხედვით დალაგებული მაჩვენებელი იქნება, შედარებით პატარა ქორწილისთვის კი ბარათების ვარიანტიც სავსებით შესაფერისია.

 

4. დახვეწილი კომპლიმენტები

 

სტუმრებისთვის განკუთვნილი საჩუქრები ასევე უნდა შეეფერებოდეს ჯამურ პალიტრასა და ღონისძიების თემატიკას. შეფუთეთ ისინი ერთნაირად ან შეკარით ერთი და იგივე ფერის ლენტებით. მშვენიერი ვარიანტია - ტკბილეული საქორწილო პალიტრის ფერებში ან სუვენირები, რომლებიც ღონისძიების სტილისტიკაც დაექვემდებარება.

 

5. მენიუ

 

საქორწილო პოლიგრაფიის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც წყვილის უმრავლესობას ავიწყდება. არა და ლამაზად გაფორმებული მენიუ არა მხოლოდ მისცემს სტუმრებს საშუალებას გაეცნონ კერძების რაოდენობასა და შემადგენლობას, არამედ სუფრის ელეგანტური გაფორმების ძალიან კარგი საშუალება იქნება. ის შეგიძლიათ მოათავსოთ, როგორც თითოეული სტუმრის თეფშზე, ასევე მაგიდის ცენტრში, მაგიდის ნომერთან ერთად.

 

6. აუცილებელი კადრების სია

 

დარწმუნდით რომ ფოტოგრაფმა იცის ყველა იმ მნიშვნელოვანი დეკორისა და საქორწილო აქსესუარების შესახებ, რომლებიც გენდომებათ რომ სამომავლოდ თქვენს საქორწილო ალბომში იხილოთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, არ დაგავიწყდეთ ყველაფერი დეტალურად გააცნოთ პროფესიონალს, უკეთესი ვარიანტი კი მისთვის მნიშვნელოვანი კადრების სიის შედგენა იქნება.

 

7. მეჯვარეების/მოწმეების თაიგულები

 

ეს შესანიშნავი საშუალებაა რომ გამოყოთ მეჯვარეები/მოწმეები სხვა სტუმრებისგან და შემატოთ განსაკუთრებული ნაპერწკალი საქორწილო ფლორისტიკას. თაიგულები შეიძლება იყოს უფრო პატარა, ვიდრე პატარძლის, მაგრამ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს ფერის პალიტრითა და შემადგენლობით.

 

8. სურვილების წიგნი

 

ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისათვის, რომ შეგენახოთ ეს ასეთი გულისამაჩუყებელი და ემოციით სავსე მომენტები. გააფორმეთ წიგნი ქორწილის სტილისტიკაში და მოათავსეთ შესამჩნევ ადგილას, მაგალითად ლაუნჯ-ზონაში ან ფოტო ზონაში. სხვათა შორის შეგიძლიათ შეიძინოთ პოლაროიდი და შესთავაზოთ სტუმრებს გადაიღონ მომენტალური ფოტოები, რათა შემდეგ ისინი სურვილების წიგნში ჩააკრან: ეს ძალიან კარგი და ემოციებით დატვირთული გასართობი იქნება ნებისმიერი ასაკის სტუმრებისთვის.

 

9. ფოტო ზონა

 

არაჩვეულებრივი საშუალებაა სტუმრების გასართობად და ლამაზი ფოტოების გადასაღებად იმ ადგილებშიც კი, სადაც არ არის ლამაზი პეიზაჟები გადაღებისთვის. კლასიკური ფოტო ზონა - ეს არის ფანერის კედელი, რომელიც გაფორმებულია ქორწილის ფერებში, სხვადასხვა რეკვიზიტებითა და წარწერებით, მაგრამ შეიძლება უფრო ორიგინალური ვარიანტების მოფიქრება. მაგალითად, შეგიძლიათ კედელი თქვენი საოჯახო ფოტოებით მორთოთ, რაც ნამდვილად ორიგინალური ფონი იქნება. შეგიძლიათ ფოტო ზონა მოაწყოთ ლაუნჯ-ზონასთან ან საქორწილო თაღთან რეგისტრაციის შემდეგ - ფლორისტიკა და ლამაზი დეკორი იდეალური ფონი იქნება ფოტოსესიისთვის.

 

10. სანთლები

 

ის ნებისმიერი ქორწილის განუყოფელი ნაწილია, მისი სტილისტიკასა და ფერების პალიტრის არჩევის მიუხედავად. მათი გამოყენებისას ღონისძიების დეკორში, არ უნდა დაგავიწყდეთ მთავარი წესები: სანთლები არ უნდა იყოს არომატული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქორწილი შენობაში მიმდინარეობს, არ დაალაგოთ ისინი მაგიდებზე სასანთლეების გარეშე, ასევე სასურველია მათი დანთება ღონისძიებამდე თუნდაც რამდენიმე წუთით ადრე, იმისათვის რომ ისინი ახლებივით არ გამოიყურებოდეს. წვრილი და მაღალი სანთლები - ალბათ დეკორის ერთ-ერთი ყველაზე მყიფე ნაწილია, ამიტომ უმჯობესია რამდენიმე გქონდეთ მარაგში.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4800

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი