ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ყვავილები პატარძლის თაიგულში და მათი მნიშვნელობები

5242

რაც არ უნდა სენტიმენტალურად ჟღერდეს, თითოეული პატარძლის საქორწილო თაიგული აღსავსეა სხვადასხვა მნიშვნელობითა და სიმბოლოებით. რა მნიშვნელობას ატარებს თითოეული ყვავილი თქვენს თაიგულში? იპოვე პასუხი სტატიაში.

 

            ვარდები

კლასიკური ვარიანტი და ქორწილისთვის საუკეთესო ყვავილი. ვარდები რომანტიკული, ეფექტური და გამძლეა. მათი ჩრდილების მრავალფეროვნება, საშუალებას აძლევთ მარტივად მოერგონ ნებისმიერ ფერთა გამას. ამასთან, ვარდი - სიყვარულისა და ვნების უძველესი სიმბოლოო.

 

            კალა

როგორც წესი კალა თეთრია, მაგრამ დღესდღეობით ის წითელ, მეწამულ და სტაფილოსფერ ფერებში გხვდება. ის კარგად იტანს, როგორც სიცხეს, ასევე სიცივეს. ეს ყვავილები იმდენად დახვეწილია, რომ ნებისმიერ თაიგულს სრულყოფილს გახდის, მისი ორიგინალური ფორმა კი თქვენს ლუქს უდავოთ ძალიან ეფექტურს გახდის.

 

            ორქიდეები

ორქიდეა იმდენად უნიკალურია, რომ შესაძლოა მონო თაიგულის ძირითადი შემადგენელიც გახდეს და კომპოზიციის ნაწილიც. ეს ყვავილები სხვადასხვა ფორმებსა და ფერებში არსებობს, ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს და ამასთან საკმაოდ გამძლეც. ორქიდეები - ნაყოფიერების, ფუფუნების, სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლოა. ძველი ჩინელები განმარტავდნენ მას, როგორც დახვეწილობისა და სიწმინდის სიმბოლოს.

 

            ლილიები

მკვეთრი ფერებისა და დიდი ფურცლების დამსახურებით, ისინი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებიან. მაგრამ, როდესაც თაიგულებისთვის ამ ყვავილებს აირჩევთ, არ დაგავიწყდეთ მათი მძაფრი არომატის გათვალისწინება. ისინი იდეალურად შეეფერებიან გლამურულ ქორწილებს და ისეთ სტილისტიკას, სადაც დომინირებს მწვანე, თეთრი, ყვითელი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი, წითელი ან იასამნისფერი ფერები. ლილიები - ხანგრძლივი, მყარი ქორწინების, სიმდიდრისა და აყვავების სიმბოლოა.

 

            სუკულენტები

ეს მცენარეები ბოლოდ დროს უკიდურესად პოპულარულია ქორწილებში. სუკულენტებს აქვთ სქელი და მასიური ფურცლები, რომლებიც წყალს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ. მათი უნივერსალურობა საშუალებას აძლევთ სხვადასხვა სტილის ქორწილებში იდეალურად შეხამების საშუალებას, იქნება ეს პასტელურ, მსუბუქ, თუ მკაფიო ფერებში. სუკულენტები - წარმოადგენენ მარადიული სიყვარულის სიმბოლოს. ნუ თუ ეს ნამდვილად დიდი მიზეზი არ არის იმისა, რომ ისინი თქვენს ქორწილში გამოიყენოთ?

 

            პიონები

ეს აყვავებული და ჭრელი ყვავილები ხშირად გამოიყენება, როგორც მთელი კომპოზიციის ძირითადი შემადგენელი. ჩინეთის ტრადიციული სიმბოლო, ეს ყვავილები ძალიან რომანტიკულები არიან და წარმოადგენენ - იღბალისა და ბედნიერი ქორწილის სიმბოლოს. არაჩვეულებრივი ფერთა გამის წყალობით, ისინი საკმაოდ უნივერსალურები არიან. შეზღუდვა შესაძლოა მხოლოდ მათი სეზონურობა გახდეს, მათი აყვავების პერიოდი მაისიდან ივნისამდე და ოქტომბრიდან დეკემბრამდეა.

 

            ჰორტენზიები

ამ ყვავილებს აქვთ ბურთისებრი ფორმა, რომელიც შესძენს თქვენ თაიგულს დამატებით შარმს. როგორც წესი, ზაფხულის სიცხეში დიდხანს ვერ ძლებენ, შემოდგომით კი ჰორტენზიები დიდი ხნით შეინარჩუნებენ ტენიანობასა და პირვანდელ სახეს. ჰორტენზია - ოჯახში ურთიერთგაგებისა და ჰარმონიის სიმბოლოა.

 

            ტიტები

უბრალო და ელეგანტური ყვავილები, ისინი იდეალური ვარიანტია იმ პატარძლებისთვის, რომლებმაც ნაზს და კეთილშობილურ ლუქს მიანიჭეს უპირატესობა. ეს ყვავილები ძალიან ელეგანტურ თაიგულს ქმნიან, როგორც მონო კომპოზიციაში, ასევე თეთრ პატარა ყვავილებთან შეხამებით. ისინი მთელი წლის მანძილზეა ხელმისაწვდომი, მაგრამ მათგან საუკეთესოები ყვავიან იანვრის შუიდან, მაისამდე. როგორც წესი, ტიტები - სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა, მაგრამ სხვადასხვა ფერებს, სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. თეთრი - ნიშნავს პატიებას, იასამნისფერი - ლოიალურობას, ბორდოსფერი - სრულყოფილ სიყვარულს.

 

            პროტეა

მათი ორიგინალური ფორმის დამსახურებით, ისინი უდავოდ დიდ ყურადღებას იპყრობენ. მათ სახელწოდება ბერძნული ღმერთის საპატივცემულოდ ეწოდათ. ამ ყვავილებს უამრავი ფერთა გამა და სახეობა აქვთ, მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნით თეთრი ყვავილები სარგებლობენ. პროტეა - სამხრეთ აფრიკის ნაციონალურ ყვავილად ითვლება და გამბედაობის სიმბოლოა. ის სექტემბრიდან მარტამდე ყვავის, სეზონის პიკი კი ოქტომბერსა და დეკემბერში აქვს.

 

            გეორგინა

მათი მომრგვალო და სტრუქტურირებული ფურცლები დიდ ყურადღებას იპყრობენ. მათი პალიტრა მრავალფეროვანია: მსუბუქი ტონებიდან (ატმისფერი, თეთრი) შედარებით მუქ ფერებამდე (მეწამული, იასამნისფერი და შავიც კი). მექსიკის ნაციონალური ყვავილი განსხვავდება ზომითა და ფორმით. გეორგინები - ეს თავშეკავებულობა და ელეგანტურობაა. ის ისეთი ურთიერთობების სიმბოლოა, რომლებიც სამუდამოდ გაგრძელდება.

 

            ლავანდა

იასამნისფერი ლავანდა მისი თხელი და გრძელი ღეროებით, უბრალო სილამაზითა და მომაჯადოებელი არომატით, თანამედროვე ქორწილების ფავორიტია. მაგალითად, ქორწილისთვის პროვანეს სტილში, ლავანდების გამოყენება შეიძლება მონო თაიგულის სახით. ყველაზე გასაოცარი მასში არის ის რომ - უნივერსალურია. ის შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მსუბუქი, ასევე ყველაზე გამბედავი ფერების პალიტრაში. არსებობს საკმაოდ ბევრი მნიშვნელობა, რომლებსაც ამ ყვავილს აწერენ, მათ შორის - სიმშვიდე, მადლი, აღფრთოვანება, სისუფთავე, ერთგულება, სილამაზე და სიყვარულიც კი.

 

            მზესუმზირა

ეს ნათელი ყვავილი, რომელიც ანიჭებს განსაკუთრებულ ტონს მთელს თაიგულს, ქმნის სიხარულს და ნათელ ატმოსფეროს. მისი სამშობლო კანზასია. ყვითელი ფერის გარდა არსებობს წითელი, სტაფილოსფერი და ყავისფერიც კი. მზესუმზირის აყვავების პიკი ივლისიდან სექტემბრამდეა. ყვავილი, რომელიც მზის ყვავილის სახელს ატარებს, პერსონიფიცირდება, როგორც - რწმენა, დღეგრძელობა და განკურნება. მზის ყვავილი - თაყვანისცემისა და ერთგულების სიმბოლოა, ისინი ხომ სულ მზისკენ მიიწევიან.

 

           

 

 

 


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

3151

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

4870

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

3826

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი