ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ვინ არიან კვარტეტ "რანინას" წევრები, რომლებმაც "ორერას" და "4 გიას" შემდეგ, ქალაქური სიმღერები "Barbershop Quartet" სტილში დააბრუნეს

13280

ისინი ქალაქური სიმღერის სიყვარულმა და მისი პოპულარიზაციის სურვილმა გააერთიანა. "გეპეის კვარტეტის", "ორერასა" და "4 გიას" შემდეგ კვარტეტი "რანინა" ეცდება მსმენელს ქართული, ქალაქური სიმღერები, ამერიკული "Barbershop Quartet"-ის სტილში შესთავაზოს. ვინ არიან კვარტეტის წევრები, რას აკეთებნენ მანამ და რა სამომავლო გეგმები აქვთ - ამის შესახებ, Wedder.ge-ს მკითხველს, თავად მოუთხრობენ. მაშ ასე, კვარტეტი "რანინა" Wedder.ge-ს კატალოგიდან:

 

- გამარჯობა. პირველ რიგში გაგვაცანით საკუთარი თავი და გაგვაცანით „რანინა“ - როდის გაჩნდა მისი შექმნის იდეა და ვინ არიან ჯგუფის წევრები?

 

- მოგესალმებით. ჩვენ ვართ კვარტეტი „რანინა“, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა როგორც მუსიკალური ჯგუფი. თუმცა არსებობდა იდეა, შექმნილიყო განსხვავებული ტიპის კვარტეტი, რომელიც ქართული ტრადიციული მუსიკის კვალდაკვალ, განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე ასევე შექმნის თავის ხელწერასა და მუსიკალურ კომპოზიციებს. შთაგონების ერთ-ერთი წყარო ამერიკული ბარბეშოპ კვარტეტის (“Barbershop Quartet”) სტილი გახლავთ, რომელიც გარკვეულ ანალოგებს პოულობს ქართულ ქალაქურ სიმღერებთან, იმიტომ რომ ერთიცა და მეორეც, ევროპულ მუსიკალურ ჰარმონიასთანაა დაკავშირებული. თუმცა ქართული ქალაქური სიმღერის სპეციფიკა აზიურ, კერძოდ სპარსულ მუსიკალურ ჰარმონიასაც შეიცავს. „რანინას“ წევრები ვართ: თორნიკე კანდელაკი - პირველი ხმა, სოსო კოპალეიშვილი - მეორე ხმა, საბა ფეიქრიშვილი - ბარიტონი და ბექა კემულარია - ბანი.

 

- ვინ ხართ ერთმანეთის და რას აკეთებდით „რანინამდე“?

 

- დიდი ხნის მეგობრები ვართ. თითოეული ჩვენგანი ბავშვობიდან მღერის. პროფესიულ მუსიკასთან დიდი ხანია გვაქვს შეხება და პროფესიითაც მუსიკოსები ვართ. ჩვენ ვმღეროდით, ვმღერით და ასევე ვგალობთ ისეთ ცნობილ გუნდებში როგორიცაა „ერისიონი“, „სახიობა“, „დიდგორი“, „ლაშარელა“, „ერთობა“, მამა დავითის ტაძრის გუნდი, „აღსავალი“, ნ. სულხანიშვილის სახელმწიფო კაპელა და სხვა.

 

- როგორია ქალაქური სიმღერები  ამერიკული „barbershop quartet“  სტილში?

 

- „barbershop quartet“  სტილი ძირითადად მხიარულ, რიტმულ და იუმორისტული ხასიათის მუსიკას უკავშირდება. მსგავსი სტილი საქართველოში 60-იან წლებიდან დაიწყო გეპეის კვარტეტის, „ორერას“, „დიელოს“, „4 გიას“ მაგალითით. ა.შ.შ-ში არსებობს ერთ-ერთი ძალიან პოპულარული „barbershop quartet“-ის ფესტივალ-კუნკურსი სახელწოდებით Barbershop Harmony Society, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ქვეყნის კვარტეტები და წარმოაჩენენ ამ სტილისათვის დამახასიათებელ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილ კომპოზიციებს. გვაქვს ამბიცია და შორეული სურვილი, რომ მოვხვდეთ ამ კონკურსში და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი მუსიკა.

- ვინ არის „რანინას“ აუდიტორია და როგორ ფიქრობთ შეაყვარეთ თუ არა მსმენელს უკვე თავი?

 

- მოგეხსენებათ, სულ რაღაც ერთი წლის ჯგუფი ვართ, ამიტომ რთულია ამ კითხვას ამომწურავად გასცე პასუხი, მითუმეტეს იმ კონტექსტში - შევაყვარეთ თუ არა თავი. ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა იზრდება ჩვენი ცნობადობა და გვყავს მსმენელი და მაყურებელიც, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ ჯერზე ჩვენი მსმენელი აღფრთოვანებული დაგვიტოვებია, რაც ალბათ გულისხმობს გარკვეულწილად შეყვარებასაც.

 

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 

- ბევრ რამეს. პირველ რიგში სექტემბრისათვის ვემზადებით მნიშვნელოვანი ტურნესათვის გერმანიაში. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ჩავატარებთ 10-მდე კონცერტს, შევხვდებით და ერთგვარ სემინარს გავმართავთ ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ და რაც მთავარია მონაწილეობას მივიღებთ ქალაქ ახენის (Aachen) ხელოვნების ფესტივალში. გვაქვს რამდენიმე კონცერტი დაგეგმილი ასევე საქართველოშიც, სადაც ვფიქრობთ, რომ გაღრმავდება ჩვენი გამოცდილება და ამაღლდება ცნობადობა. შემოდგომიდან ასევე ვამზადებთ პროექტს, რაც გულისხმობს ყოველკვირეულ კონცერტს უცხოელი დამთვალიერებლებისათვის თბილისში. უპირველეს ყოვლისა უახლოეს მომავალში ვემზადებით პირველი ალბომის გამოსაშვებად და ვამზადებთ საიმიჯო ვიდეო კლიპს.

 

- ვიცით, რომ თანამედროვე წყვილების საყვარელი ჯგუფი ხართ ქორწილებში. როგორი ქორწილები აქვთ თანამედროვე წყვილებს?

 

- ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მუსიკალურად ვუფორმებთ წყვილებს ქორწილს, ვხედავთ ყოველი მათგანის მონდომებას, რომ იყვნენ განსხვავებულები და არაორდინალურები. ეს გარკვეულწილად გულისხმობს ტრადიცულ ქორწილს შერწყმული თანამედროვე ელემენტები და მხატვრული ესთეტირუობა, რაც ძალიან მოგვწონს.

 

- რომელიმე თქვენგანს თუ ჰქონია ქორწილი?

 

- კი, მე მქონდა ქორწილი 2015 წელს (სოსო). ჩემი ერთ-ერთი მეჯვარე ბექა იყო და ახლა უკვე ჩემი ელენეს ნათლიაა.

 

 - იყავით თუ არა სამზადისში ჩართული და რამდენად რუტინული იყო სამზადისის პროცესი?

 

- ფაქტობრივად ეს იყო უზარმაზარი შრომა და უდიდესი სტრესი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერმა ძალიან დიდი ბედნიერება მოგვანიჭა მე და ჩემს მეუღლეს და ამან დააბალანსა და გააქრო ყველა ნეგატივი. მზადების პროცესი დაახლოებით 2-3 თვე მიმდინარეობდა. თითქმის ყველა დეტალში მე და მირანდა (მეუღლე) ვიყავით ჩართული. სამწუხაროდ ე.წ. საქორწილო კომპანიისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა ოჯახის წვრების, უამრავი მეგობრისა და სხვადასხვა გამოცდილი ადამიანის კონსულტაციიების შედეგად ვფიქრობ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

 

- ამ შემთხვევაში, გამოიყენებდით თუ არა საორიენტაციოდ ისეთ საიტს, როგორიც Wedder.ge-ა? სადაც ყველა იმ დეტალის დათვალიერება, შერჩევა და შედარება შეგეძლებათ, რომელიც ქორწილს სჭირდება?

 

- ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ინფორმაცია გაქვთ ერთ სივრცეში თავმოყრილი. ვფიქრობთ, რომ მართლაც საჭირო დახმარებას გაუწევდით ნებისმერ მსურველს და რა თქმა უნდა ჩვენც დიდი სიამოვნებით ვისარგებლებდით ამ სერვისით.

 


- მადლობა, სასიამოვნო ინტერვიუსთვის. Wedder.ge წარმატებებს გისურვებთ და ვისურვებთ სასიამოვნო თანამშრომლობას.

 

- ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ ჩვენით დაინტერესებისათვის. გისურვებთ წარმატებებს.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი