ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ქორწილის დღე: პატარძლების ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

4139

არ გაიმეოროთ ისინი, თუ არ გინდათ, რომ თავადვე გაიფუჭოთ დღესასწაული.

 

ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ პატარძლები თავად იფუჭებენ დღესასწაულს და საერთოდაც ვერ ამჩნევენ ამას. დღეს მოგიყვებით პატარძლების ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე და გირჩევთ რა უნდა გააკეთოთ, იმისათვის რომ ქორწილმა იდეალურად ჩაიაროს.

არ საუზმობენ


თუ თქვენ დილით არ მიირთმევთ საუზმეს, შუა დღისას უკვე საკმაოდ მშიერი, გაღიზიანებული და დაღლილი იქნებით, ფოტო და ვიდეო გრაფები კი თქვენგან კვლავ ღიმილსა და შესანიშნავ ხასიათს მოითხოვენ. გემრიელი და მსუბუქი საქორწილო საუზმე - ეს დღესასწაულის გაწერილი განრიგის აუცილებელი პუნქტია. გაითვალისწინეთ რომ მეორე კვებას, თქვენ მხოლოდ ბანკეტის დროს შეძლებთ.

ძალიან დიდხანს ემზადებიან

 

რა თქმა უნდა განუმეორებელი ლუქის შესაქმნელად დრო არის საჭირო, მაგრამ ამისთვის პროფესიონალ დაახლოებით საათნახევარი დასჭირდება. ქორწილის დღე ისედაც ძალიან სწრაფად ჩაიქროლებს, ამიტომ არ ღირს makeup არტისტზე ეკონომიის გაკეთება, რომელიც შესრულებული სამუშაოსთვის ნაკლებ თანხას აიღებს, მაგრამ წაგართმევთ ძვირფას დროს.

იყენებენ ტელეფონს

როგორ მოვიდე რესტორნამდე?, შევძლებ მანქანის პარკინგზე დაყენებას? - ამ ყველა კითხვას უნდა პასუხობდეს საქორწილო კოორდინატორი, რომლის ტელეფონის ნომერი ყველა სტუმარს წინასწარ უნდა ქონდეს მითითებული. უმჯობესია ეს დრო, ნერვები და ენერგია სრულიად თქვენს მეორე ნახევარს მიუძღვნათ, ფოტოსესია, სასიამოვნო ემოციები და ა.შ.

ემზადებიან დაქალებთან ერთად

 

აღელვებული და აფორიაქებული დაქალების გარემოცვაში თქვენ ვერ მოასწრებთ ნორმალურად მომზადებას და ასე შეიქმნება დაძაბული გარემო. უმჯობესია გოგოებს დაუძახოთ, როდესაც უკვე საბოლოოდ მზად იქნებით, იმისათვის რომ ერთად გაერთოთ, მიირთვათ შამპანური, ცოტა განიტვირთოთ და გადაიღოთ ლამაზი ფოტოები.

მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე ფეხსაცმლით დადიან

 

პატარძლების ყველაზე ხშირად გავრცელებული შეცდომა - ეს არის მეორე, სათადარიგო ფეხსაცმლის გაუთვალისწინებლობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ხშირად ატარებთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ქორწილის დღეს მათში აუცილებლად დაიღლებით. ჩვენ გირჩევთ, რომ ძირითად ფეხსაცმელთან ერთად, თან იქონიოთ მეორე, მეტად კომფორტული ფეხსაცმელი. ასევე სასურველია, თუ ახალ ფეხსაცმელს ქორწილის წინა დღეს ჩაიცვამთ და რამდენიმე საათით ივლით .

იცვამენ არაკომფორტულ კაბებს

თუ თქვენ ირჩევთ მძიმე ან მასიურ კაბას, უმჯობესი იქნება თუ მას მოგვიანებით გამოიცვლით. ასეთ სამოსში გამოწყობილი, რამდენიმე საათის შემდეგ თქვენ აუცილებლად მოგინდებათ ამის გაკეთება, რაც არ უნდა ლამაზი იყოს თქვენი საპატარძლო კაბა.

 

ნერვიულობენ წვრილმანებზე

საუკეთესოდ დაგეგმილი და ორგანიზებული ქორწილიც კი, დამოკიდებულია წყვილის განწყობასა და ენერგიაზე, რომლებსაც ისინი ასხივებენ. ამიტომ, ნერვიულობა და ფორიაქი საერთოდ გამორიცხეთ, არ შეიძლება! ეცადეთ წინასწარ შექმნათ ყველა ის პირობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დღე მაქსიმალურად მოდუნებულად, ლამაზად და ბედნიერად გაატაროთ.

ცდილობენ ყველაფერი გააკონტროლონ

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენვე ახდენთ ღონისძიების სრულ ორგანიზებას, თვითონ დღის კოორდინაცია უმჯობესია ჩააბაროთ პროფესიონალებს. მხოლოდ მათ იციან ყველა დეტალი და შეძლებენ სწრაფ რეაგირებას, გაუთვალისწინებელ სიტუაციებშიც კი.

მოდუნდით, ნუ ეცდებით ყველაფრის გაკონტროლებას, ასე თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ გულიანად გართობას. ქორწილი თქვენს საუკეთესო დღედ იქცევა, თუ თქვენ უბრალოდ დატკბებით მისით.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი