ბრიტანელი Fashion-ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ვინტაჟური საქორწილო კაბები, 2021 წლის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცევა.
რატომ ვარაუდობენ ექსპერტები ვინტაჟურ კაბებზე მოთხოვნის გაზრდას? ყველაფერი პრინცესა ბეატრისის დამსახურებაა, რომლის ქორწილი 2020 წლის 17 ივლისს შედგა. საქორწილო სამოსისთვის პრინცესა ბეატრისმა, არც რომელიმე ცნობილი დიზაინერის კაბა, არც ცნობილი სახლების მიერ სპეციალური შეკვეთით შეკერილი კაბა აირჩია, არამედ არჩევანი ვინტაჟურ, Norman Hartnell-ის კაბაზე შეაჩერა, რომელიც ბებიამ, ელისაბედ II-მ უსახსოვრა. პრინცესა ბეატრისისა და ედუარდო მაპელი-მოცის ქორწილის შემდეგ, ინტერნეტში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი და მოთხოვნა ვინტაჟურ კაბებზე. ასე დაიბადა ახალი ტრენდი, რომელიც, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი იქნება.
ახლა კი, გთავაზობთ დროში მოგზაურობას - ერთად დავათვალიეროთ XX საუკუნის ცნობილი ადამიანების საქორწილო ფოტოები, ფოკუზი - პატარძლის ლუქზე. გადავხედოთ ვინტაჟური კაბების კრებულს, რომლებიც თქვენი შთაგონებისთვის შევაგროვეთ, იქნებ რომელიმე სწორედ თქვენს გემოვნებას მორგებული აღმოჩნდეს.
1950
ჰოლივუდის ვარსკვლავები - ელისაბედ ტეილორი და კონრად (ნიკი) ჰილტონი, იმპერია Hilton-ების მემკვიდრე. კლასიკური კაბის ავტორი - ჰელენ როუზია. ეს მსახიობის (რვიდან) პირველი ქორწინებაა.
1953
ჟაკლინ ბუვესა და აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის - ჯონ კენედის ქორწილი. დღესდღეობით ჟაკლინის საქორწილო სამოსი ბოსტონში, კენედის ბიბლიოთეკაში ინახება.
1954
ოდრი ჰეპბერნის პირველი ქორწილი. მეუღლე - მსახიობი მელ ფერერი. ოდრისთვის კაბა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კუტურიემ - იუბერ დე ჟივანშიმ შექმნა.
1956
გრეის კელისა და პრინც რენიე III, მონაკოს მმართველის საჯარო ქორწინების ცერემონია. პატარძალს აბრეშუმის, ტაფტის, ტილისა და ვალენსიანის მაქმანებისაგან დამზადებული კაბა აცვია. კაბა ამერიკელი დიზაინერის - ჰელენ როუზის ნამუშევარია, სწორედ მან შემოსა 1950 წელს ელისაბედ ტეილორი.
1967
ამერიკელი მსახიობის რაკელ უელჩისა და პროდიუსერ პატრიკ კერტისის ქორწილი. ღონისძიება პარიზში, ვალენტინობის დღეს ჩატარდა. მოკლე მოქსოვილი კაბა - საკმაოდ თამამი და დროს მორგებული სამოსია.
1967
პრისცილიასა და ელვის პრესლის ქორწილი. წყვილმა ფიცი სასტუმრო ,,ალადინში“, ლას-ვეგასში გაცვალა. პატარძალი გრძელ, მარგალიტებით მორთულ აბრეშუმის კაბაში იყო.
1968
მსახიობ შერონ ტეიტისა და პოლონელი კინორეჟისორის - რომან პოლანსკის ქორწილის დღე. პატარძალი მუარის, სპილოს ძვლის ფერ მინი-კაბაშია.
1969
კინოვარსკვლავის, ოდრი ჰეპბერნის მეორე ქორწილი. მეუღლე - ფსიქოანალიტიკოსი ანდრეა დოტი. ტრაპეციის ფრომის ვარდისფერი კაბა მისი მუზისთვის, რაღა თქმა უნდა, მაესტრო იუბერ დე ჟივანშიმ შექმნა.
1971
მიკ ჯაგერი და მისი მეუღლე ბიანკა რევოლუციურ საქორწილო სამოსში: მაქსი ქვედაბოლო, თეთრი სმოკინგი ერთ ღილზე და საკმაოდ თამამი დეკოლტე. ლუქის ავტორი ფრანგი დიზაინერი - ივ სენ ლორანია.
1973
ესპანელი სოციალიტის კარმენ ორდონესისა და ცნობილი ტორეოდორის - ფრანცისკო რივერ პაკირის ქორწილი. პატარძალი თეთრ კლასიკურ კაბასა და არაჩვეულებრივ თავსაბურავშია გამოწყობილი.
1975
მწერალ - ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილის ქორწილი. 1970 წლის სუპერმოდელის მარგო ჰემინგუეის და მისი პირველი ქმრის - ეროლ ვეტსონის ქორწილი პარიზში ჩატარდა. ღონისძიებისთვის მარგომ უბრალო თეთრი, ბამბის, მაქმანიანი ჩანართების კაბა აირჩია.
1983
ამერიკელი ფოტომოდელის პატი ჰანსენისა და ბრიტანელი გიტარისტისა და The Rolling Stones-ის სიმღერების ავტორის - კიტა რიჩარდის ქორწილი. მათ ერთმანეთი გახმაურებულ კლუბ 54-ში გაიცნეს. დაპატიჟებულთა სიაში, რა თქმა უნდა როკ-ჯგუფის ფორტმენი - მიკ ჯაგერი იყო. მეუღლეები დღემდე ერთად არიან.
1992
ლეგენდარული შემსრულებელის, უიტნი ჰიუსტონისა და ბობ ბრაუნის ქორწილი ნიუ-ჯერსიში, 800 სტუმრის თვალწინ გაიმართა. პატარძალი სპეციალურად შეკვეთილ, Marc Bouwer-ის მიერ შეკერილ კაბაში იყო.
კომენტარები