ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

საქორწილო მოსაწვევები: თქვენი ქორწილის ,,სავიზიტო ბარათი“

3033

შეიძლება ითქვას, რომ საქორწილო მოსაწვევები თქვენი ქორწილის ,,სავიზიტო ბარათია“ ეს არის პირველი შთაბეჭდილებაც, ამაღელვებელი ემოციებით სავსე მოლოდინიც და სამახსოვრო დეტალიც, რომელიც წლების შემდეგ გაგახსენებთ უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და ბედნიერებით სავსე დღეს. ამ სტატიაში გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა საქორწილო მოსაწვევების მომზადების მინი-გიდი, რომელიც უპასუხებს წყვილების ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს.

           

როგორი დიზაინი შევარჩიო?

პატარძლების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც ,,მათი“ დიზაინის შერჩევისას უშვებენ - არ ადგენენ მუდბორდს. ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეთ და გრძნობდეთ იმ ხასიათს, რომლის მატარებელიც იქნება თქვენი ქორწილი. უმჯობესია ეს ყველაფერი მუდბორდის დახმარებით გააკეთოთ. ჩამოყალიბდით ესთეტიკასა და სტილზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და რომელიც თქვენს ხასიათს უსვამს ხაზს. როგორც კი დიზაინერები ნახავენ მას - ისინი ზედმიწევნით შეარჩევენ შრიფტს, ჩრდილებსა და დიზაინს, რომელიც იდეალურად შეერწყმება თქვენი ქორწილის კონცეფციას.

      

რა დავწეროთ მოსაწვევებში?

როგორც წესი, მოსაწვევებში წყვილი ქორწილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წერს: თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა. ამ ყველაფრის წინ, ყოველთვის არის მცირე სადღესასწაულო და თბილი შესავალი, რომელშიც აუცილებელია მიუთითოთ თქვენი სტუმრის სახელი. ალბათ დამეთანხმებით, რომ პერსონალური მოსაწვევი - ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სასიამოვნო დეტალია. ძირითადი ინფორმაციის გარდა შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი ქორწილის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალები. მაგალითად, დრეს-კოდი ან ვიშ-ლისტი.

    

ქაღალდზე თუ ვირტუალურ სივრცეში?

თუ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტაქტიანობა და შესაძლებლობა პირადად გადასცეთ ხელში სტუმარს ქაღალდის საქორწილო მოსაწვევი, მაშინ არჩევანი ლამაზ ქაღალდზე დაბეჭდილ მოსაწვევებზე შევაჩეროთ. თქვენ მის შენახვას მრავალი წლის განმავლობაში შეძლებთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც თქვენს შვილებს ან შვილიშვილებსაც კი გადასცეთ სამახსოვროდ. თუ რაიმე უფრო თანამედროვე გსურთ, შეგიძლიათ მოსაწვევების ნახევრად გამჭირვალე პლასტიკური ბარათებისგან დაამზადოთ.

   

როგორ გადავცეთ სტუმრებს?

მინიმალისტური კონვერტები, ან ელეგანტური მინი-ყუთები - საქორწილო მოსაწვევის შესაფუთად იდეალური ვარიანტებია. სცადეთ მათში მოათავსოთ ლამაზი ნაჭერი, ხრაშუნა თხელი, ფერადი ქაღალდები ან ცოტაოდენი პაწაწუნა ყვავილები - ეს ყოველივე შექმნის ღიმილისმომგვრელ და სასიამოვნო განწყობას, სანამ თქვენი მეგობრები და ახლობლები მოსაწვევების გახსნის პროცესით იქნებიან დაკავებულები.

   


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6786

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5237

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი