ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

მინიმალიზმის მოყვარული 22 წლის ფოტოგრაფი, რომლის ფოტოებშიც ყოველთვის იგრძნობა მზე

9839

ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. 17 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ფოტოგრაფიაში. თითოეულ მის ნამუშევარში იგრძნობა პროფესიონალიზმი, პერფექციონიზმი, სინათლე. ამბობს, რომ კარგი ფოტოს გადადასაღებად, ძალიან ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მთავარია თავად შემქმნელს სიამოვნებდეს, შემოქმედებითი პროცესი. ნინი უხურგუნაშვილის საქმიანობაში, საკუთარი საქმისადმი სიყვარული ცალსახად თვალსაჩინოა. 

 

- ნინი, პირველ რიგში ტრადიციულად დავიწყოთ და  წარმოგვიდგინე შენი თავი - ვინ ხარ და როგორ ცხოვრობ?

 

- მოგესალმებით, მე ვარ ნინი უხურგუნაშვილი, 22 წლის. ვარ ფოტოგრაფი და მომავალი არქიტექტორი.

 

- რატომ ფოტოგრაფია? როდიდან დაინტერესდი ამ საქმიანობით?

 

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიტაცებს, თუმცა სერიოზული ინტერესი 3-4 წლის წინ გამიჩნდა და ძალიან აქტიურად დავიწყე ამ კუთხით მუშაობა.

 

- ქორწილების გადაღება ძირითადად შემოსავლის წყაროა ხოლმე და ფოტოგრაფებს სინამდვილეში ურჩევნიათ, სხვა რამეს იღებდნენ. შენს შემთხვევაში როგორ ხდება?

 

- ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო   ნამდვილად არ არის. ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა ჩემთვის ფაქტი, რომ წყვილები მათთვის უმნიშვნელოვანეს დღეს მანდობენ და სურთ, რომ ეს საოცარი მომენტები ფოტოზე მე აღვბეჭდო.

 

- როდესაც შენს ფოტოებს ვუყურებ, ყოველთვის ვხედავ, ვგრძნობ მზეს. ფერში, ემოციაში, რომელიც მოაქვს კადრს. ეს მე მეჩვენება, დამთხვევაა თუ შენი მახასიათებელია?

 

- ყოველთვის ვცდილობ ჩემს ფოტოებში ჩანდეს გულწრფელი ემოცია. სინათლე და სითბო სიცოცხლის მახალისებელია, ჩემს ნამუშევრებში კი მინდა მაქსიმალურად იგრძნობოდეს ეს ემოცია.

 

- რა არის მთავარი, კარგი ფოტოს გადასაღებად?

 

- ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან ტექნიკურ საკითხებთან ერთად წყვილების სურვილი და გემოვნება დიდ როლს თამაშობს კომპოზიციური კუთხით.

 

- წყვილები ხშირად გეურჩებიან? თუ დამჯერი წყვილების წყალობით გამოდის, ასეთი კარგი ფოტო კადრები?

 

- ორივე კატეგორიასთან მიწევს მუშაობა, ვცდილობ მაქსიმალურად მოვერგო მათ სურვილებსაც და ამავდროულად ვურჩიო როგორ იქნება უკეთესი. გარდა იმისა, რომ უმნიშვნელოვანესია ტექნიკური საკითხები, ფოტოს სრულყოფილს ქმნის თავად წყვილის განწობა და მათი გემოვნება. ძალიან მეხმარება   ბევრი გარე ფაქტორიც, რომელიც ჩემზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. ვგულისხმობ წყვილის ვიზუალულ მხარეს, დიზაინერების საოცარ ნამუშევრებს და ძალიან ლამაზ კაბებს, ვარცხნილობას, მაკიაჟს. ეს ყველაფერი  ერთ მთლიან კომპოზიციას ქმნის.

 

- ტრადიციულ ქორწილებს, ნელ-ნელა ანაცვლებს ახალგაზრდული, არაორდინალური ქორწილები, წვეულებით ღია საქორწინო სივრცეებში. შენ როგორი ტიპის ქორწილების გადაღება გიწევს უმეტესად და რომელს ამჯობინებ?

 

- თითქმის ყველაფერში მინიმალიზმის მომხრე ვარ, სივრცეს რადიკალური მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უპირატესობას მაინც ღია სივრცეს ვანიჭებ.

 

- გარდა ქორწილების, ხშირად იღებ კოლექციებს და ქართული, ახალი ბრენდები ირჩევენ შენს მომსახურებას. რას გვეტყვი, როგორი პროცესია ქართველი დიზაინერების შემოქმედების გადაღება და როგორ მიდის ქართული მოდის საქმე? მოგწონს თუ არა ის, რასაც უღებ?

 

- ქართველ დიზაინერებთან მუშაობა ერთგვარი სტიმულია ჩემთვის. ამ კოლექციების უმეტესობას ბევრი უცხოელი მომხმარებელი ყავს და ისინი ჩემი გადაღებული ფოტოს მეშვეობით აღიქვამენ ამა თუ იმ ნამუშევარს. ძალიან ვგულშემატკივრობ ქართულ ბრენდებს და სიამოვნებით ვთანამშრომლობ მათთან. მომწონს მათი განსხვავებული და ინდივიდუალური ხედვა. რაც შეეხება ქართულ მოდას, ყოველ ჯერზე იგრძნობა უდიდესი პროგრესი და ამას ისიც ადასტურებს, რომ დღეს უკვე უამრავი ცნობილი  ადამიანი ატარებს ქართულ ბრენდს . გულწრფელად მეამაყება ეს ფაქტი და ძალიან მიხარია.

 

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

 

- არ მიყვარს სამომავლო გეგმებზე საუბარი . უბრალოდ გეტყვით, რომ რამდენიმე პროექტი მაქვს გეგმაში და იმედია განვახორციელებ.

 

- ცოტა ხნის წინ ქართულ ონლაინ სივრცეს ჩვენი პლატფორმა, wedder.ge  შეემატა. სადაც ქორწილის დასაგეგმად, ყველა დეტალის მოძიება, ფასების შედარება და ღონისძიების დაგეგმვაა შესაძლებელი. შენთვის რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა ამ პლატფორმის გამოყენება?

 

- მივესალმები თქვენს ახალ წამოწყებას და ვთვლი ,რომ ძალიან დაეხმარება ეს პლატფორმა ბევრ ადამიანს.

 

- ნინი, ძალიან დიდი მადლობა სასიამოვნო საუბრისთვის. Wedder.ge-ს გუნდი წარმატებებს გისურვებს.

 

- მადლობა თქვენ. წარმატებები თქვენს ახალ წამოწყებას.

 

ნინის ფოტო-შემოქმედების დათვალიერება შეგიძლიათ wedder.ge-ზე: 

 

აქვე გთავაზობთ მის რამდენიმე ფოტოს:


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6781

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი