საინტერსო რიტუალები აქვთ იმერეთშიც. სადაც ქორწინება მხოლოდ მშობლების გადასაწყვეტი იყო. ქორწინება დაშვებული იყო 15-16 წლის ასაკიდან და როგორც ხევსურეთში, აქაც მნიშვნელოვანი იყო წარმომავლობა. სასიძოს და საპატარძლოს ოჯახისა და სანათესაოს გამოკვლევის პროცესს “საყოლის, ჯიშის გაკითხვა” ეწოდებოდა. ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ნათესავები, ერთი გვარის, მირონები, მეზობლები, სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები.
დაქორწინება წყდებოდა შუამავლის იგივე მაჭანკლის მეშვეობით. მაშვლად შეიძლებოდა დამდგარიყო ვაჟის ან ქალის ნათესავი. მაშვალი იგზავნებოდა ძირითადად ვაჟის მხრიდან, რომელიც უმეტესად საკუთარი შეხედულებებით მოქმედებდა. საქმის დასრულების შემდეგ ის გასამრჯელოს იღებდა.
ორივე მხრის თანხმობის შემდეგ, იმართებოდა ნიშნობა. საპატარძლოსთვის ნიშანი არ უნდა მიეცა ბედგამოცვლილ ან ქვრივ ქალს. დანიშნულ საპატარძლოს ეკრძალებოდა სახლს გარეთ გასვლა, რადგან ის “საკუთარ თავს” აღარ ეკუთვნოდა. ნიშნობისას წყდებოდა ქორწილის და ჯვრისწერის თარიღი.
როცა მაყრები მიდიოდნენ, ოჯახი ჭიშკართან ცალკე სუფრა იშლებოდა, რომელზეც აუცილებლად უნდა მდგარიყო ფუთიანი ჩაფი ღვინით, რომელიც აუცილებლად უნდა დალეულიყო. რიტუალს ეწოდებოდა „ხარგის დახსნა“. დაცლილი ჩაფი სიძის მაყრიონიდან ვინმეს უნდა აეტანა, ეზოში მდგომ მაღალ ხეზე. ჩაფი იქ უნდა ყოფილიყო მანამ, ვიდრე გათხოვილი ქალიშვილი პირველად არ მივიდოდა მამის სახლში.
კომენტარები