ვაგრძელებთ წერას, ქართულ საქორწილო ტრადიციებზე და ამჯერად მოგითხრობთ, თუ როგორი ტრადიციები ჰქონდათ მოხევეებში, სადაც საქორწინო კავშირი მშობლების ინტერესების მიხედვით წყდებოდა. შუამავლების საშუალებით შეთანხმების შემდეგ წყვილი ინიშნებოდა, მაგრამ ქორწილამდე ხანგრძლივი პროცესი და ეტაპები იყო გასავლელი.
პირველ რიგში, სასიძოს მშობლებს, ქალის მშობლებისთვის "ურვადს" უხდიდა. რაც მამის ოჯახში მიბრუნებული ქალის, ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტი იყო ანუ მას "ლუკმას" არავინ დააყვედრიდა. სარძლოს საჩუქრების სახით, ნათესავები და ახლობლები უძღვნიდნენ ნემსს, ძაფს და ფულს. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, სიძის ოჯახიდან, ქალის ოჯახში იგზავნებოდა ორი ცხვარი, ე.წ. "ხატის ცხორი" და ორი სათლი არაყი. ეს გზავნილი სარძლოს ოჯახს ქორწილში უნდა მოეხმარე.
იმ შემთხვევაში თუ სასიძოს ოჯახი ვალდებულებებს ვერ ან არ შეასრულებდა, ქალის მამას შეეძლო უარიც ეთქვა. შეძლებული ოჯახებისგან განსხვავებით, შეჭირვებულ ოჯახებს, ნათესავები უგროვებდნენ ფულს, რომ ქორწილი გადაეხადათ.
ქორწილის დღეს, ტრადიციული სამოსით და ქამარ-ხანჯლით მორთული სასიძო ქალის ოჯახში მიდიოდა, სადაც მათ დალოცავდნენ და ტაძრისკენ გაისტუმრებდნენ, რომლიც კარიც აუცილებლად იქნებოდა დაკეტილი მანამ, სანამ მღვდელთან "ვაჭრობა" შეთანხმებამდე არ მივიდოდა. ჯვრის დაწერის შემდეგ ნეფე მზითევს ჩაიბარებდა. სტუმრები ცხენებით, ხოლო ნეფე-დედოფალი ურმით სახლისკენ გაემართებოდა. სახლში მისულ წყვილს თაფლს აჭმევდნენ. საქორწილო სუფრის გაშლამდე პატარძალი სენაკში შეჰყავდათ, სადაც ცეკვა-თამაში იმართებოდა.
კომენტარები