"თეგეტა თრეველი" - 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრი ტურისტული კომპანია მრავალფეროვანი, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებული, ტურიზმისათვის დამახასიათებელი სერვისით.
“Tegeta Travel” არის თქვენი შეგრძნებები და ემოციები, რომლებიც საქართველოში სტუმრობის დროს გეუფლებათ. ჩვენთვის უდიდესი პატივია ვიყოთ თქვენი მასპინძლები. გვეამაყება, რომ თითოეულ ნაბიჯს თქვენთან ერთად გავდივართ MICE ინდუსტრიაში (შეხვედრები, ინსენტივ ტურები, კონფერენციები და ღონიძიებები), ვგეგმავთ საქმიან და კორპორატიულ ღონისძიებებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს - როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისათვის.
მოდით ერთად მოვინახულოთ საქართველოს იშვიათი ბუნება და უძველესი მემკვიდრეობა, შევიგრძნოთ ქართული ღვინის კულტურა, ფეხი ავუწყოთ ცეკვას და განვიცადოთ ადათ-წესები, გავუზიაროთ დაუვიწყარი მოგზაურობის შთაბეჭდილებები მეგობრებს.
ჩვენი ამოცანაა საქართველოს პოპულარიზაცია და მოგზაურობის მსურველთათვის სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.