გეგმები არაფერია, დაგეგმვა არის ყველაფერი. დაგეგმეთ ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი წვეულება ჩვენთან ერთად, წვეულება - რომელზეც შემდგომ დიდხანს ისაუბრებენ. სადღესასწაულო კომპანია „ფართიმეიქერსი“ ახორციელებს ნებისმიერი სახის წვეულების გაფორმებას საკუთარი აქსესუარებით და დეკორაციებით.
როგორც ადამიანის ფანტაზიას, ასევე წვეულების იდეას, საზღვარი არ აქვს. „ფართიმეიქერსი“ კი შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს ამ იდეების ფრთების შესხმაში. ჩვენი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ იყოთ სტუმარი საკუთარ წვეულებაზე. სურვილის შემთხვევაში, წვეულების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მოაგვარებს „ფართიმეიქერსი“.
მომსახურებაში შედის:
- წვეულების დიზაინის მოფიქრება;
- აქსესუარები და დეკორაციები;
- თემატური ტკბილი სუფრა.
თქვენ მხოლოდ უნდა შეარჩიოთ ღონისძიების ჩატარების ადგილი, იქნება ეს საკუთარი სახლი თუ სხვა სახის დაწესებულება, ყოველივე დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ.
„ფართიმეიქერსი“ - ჩვენთან ყოველი დღე დღესასწაულია.