პროდუქტები
სასტუმრო ამბასადორი, სოფელ კაჭრეთში მდებარეობს საქართველოს ისტორიულ მხარეში - კახეთში. ეს არის ერთადერთი კურორტი, რომელიც უახლოესია დედაქალაქიდან აღმოსავლეთით. საქართველოს ეს ნაწილი ცნობილია საუკუნეების განმავლობაში თავისი ღვინის დამზადების ისტორიით.
ამბასადორი კაჭრეთის ისტორია იწყება ღვინის წარმოებით.
ახლანდელ კურორტის ტერიტორია, სადაც შედიოდა ჰექტრობით ვენახი, ადრე მდებარეობდა ქებურიას ოჯახის ღვინის ქარხანა; მათ აწარმოეს რამდენიმე სახის წითელი და თეთრი ღვინოები, მაღალი ხარისხის მხოლოდ იმპორტით. ქარხანაში ხშირად სტუმრობდნენ მეწარმეები და უცხო ქვეყნებიდან ბიზნესმენები. ღვინის დეგუსტაციის შემდეგ, ისინი ხშირად ღამით სტუმრობდნენ იმ ტერიტორიაზე არსებულ სასტუმრო სახლში, რომელიც იმ დროისათვის მხოლოდ 10 ნომრისგან შედგებოდა.
თანდათან გახშირდა სტუმრების ვიზიტების რაოდენობა, რამაც აუცილებელი გახადა სასტუმრო ოთახების რაოდენობის გაზრდა. ნაბიჯ-ნაბიჯ დაემატა ახალი ოთახები, აშენდა ახალი შენობები ტერიტორიაზე და ამბასადორი კაჭრეთი გადაიქცა საკურორტო კომპლექსად, სადაც განთავსებულია 182 ოთახი, ღია და დახურული აუზები, ოლიმპიური აუზი, ჩოგბურთის მოედანი და სპორტული სტადიონები.
ამბასადორი კაჭრეთს ორი შენობა აქვს, ერთი არის სასტუმროს ისტორიული ნაწილი 76 ნომრით, ხოლო მეორე არის თანამედროვე დიზაინით შექმნილი ახალი კორპუსი, 106 განსხვავებული ტიპის ოთახი.
თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მფლობელისთვის და გადაწყვიტა ფულის ინვესტიცია იმ ბიზნესის სფეროში, რომელიც საქართველოში არ არსებობდა. მან შეიძინა მიწის ნაკვეთი 25 ჰექტარი მიმდებარე ტერიტორიაზე და ააშენა პროფესიონალი გოლფის მოედანი, რომელიც არის ერთადერთი საქართველოში.
დღესდღეობით კურორტს მრავალი უცხოელი დიპლომატი და ბიზნესმენი სტუმრობს, ტარდება საერთაშორისო ტურნირები და მასტერკლასები.
ამბასადორი კაჭრეთი მაღალი კლასის კურორტია, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ქართულ გარემოში.
ვრცლად
დაჯავშნა