მაკიაჟის კეთება საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე და ნელ-ნელა ჩემი პატარა გატაცება პროფესიად ვაქციე. ამ დროის მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, ვისწავლე და ვიმუშავე ძალიან ბევრ ადამიანთან. ყველაზე კარგი ამ საქმეში არის ის, რომ არ არსებობს ჩარჩოები და ნებისმიერი ადამიანის ტრანსფორმაციაა შესაძლებელი. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე დღეს უკვე ნებისმიერი სახის მაკიაჟის შემოთავაზება შემიძლია თქვენთვის. როგორც ყოველდღიურის, ასევე საღამოს და რაც ყველაზე მთავარია SFX Make Up-ის (Halloween-ისთვის). ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია ბევრი მიზეზის გამო, უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ ბევრ ადამიანთან ახლო ურთიერთობას ვამყარებ. ჩემთან შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოხვიდეთ და გპირდებით ძალიან ბედნიერს და გაბრჭყვილებულს გაგიშვებთ.
ვრცლად
დაჯავშნა