პროდუქტები
ივენთ-კომპანია ELEGENT EVENTS გთავაზობთ სადღესასწაულო ღონისძიებების, როგორიცაა: ქორწილი, კორპორატიული საღამო, გამოფენა, პრეზენტაცია, კომპანიის დაარსების იუბილე, ახალი ობიექტის გახსნა, ღია ცის ქვეშ ხელის მოწერის ცერემონია, დაბადების დღე, ნათლობა და მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების მომსახურებას. ჩვენი გუნდის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ ეს ღირსშესანიშნავი დღე მუდამ სასიამოვნო მოგონებად დარჩეს თქვენს ცხოვრებაში. მომხმარებელს ვთავაზობთ დაბალ, საშუალო და მაღალ ბიუჯეტიან სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე დამკვეთისთვის. კერძოდ დიზაინს, დეკორს და გაფორმებას ღია და დახურულ სივრცეში ბუნებრივი და ხელოვნური ყვავილების კომპოზიციებით. გვაქვს მეტალის და ბროლის აქსესუარების ფართო კოლექცია, სხვადასხვა დიზაინის შანდლები და ლარნაკები, ფეიერვერკის, სპეც-ეფექტების და ჰელიუმის ბუშტების ფართო ასორტიმენტი, რაც საშუალებას აძლებს მომხმარებელს არჩევანი გააკეთოს თავისი გემოვნების, სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით. ფურშეტით მომსახურებას ნებისმიერი ღონისძიების ჩატარებისას. უგემრიელესი მენიუ, ძვირფასი ჭურჭელი, ელეგანტური დიზაინი და გაფორმება თქვენს სტუმრებს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის და დაუვიწყარ მოგონებად დარჩებათ. ELEGANTI გთავაზობთ გაქირავების სერვისს. გაქირავებაში გვაქვს სკამის ჩიხოლები, საყვავილე ლარნაკები, რკინის დეკორატიული სადგამები, შანდლები, საქორწილო არკა, სადედოფლო მაგიდის და უკანა ფონის ქსოვილები. ხელოვნური ყვავილები და სხვა აქსესუარები. ფურშეტის მოსაწყობად ღვინის და შამპანურის ფუჟერები, ვისკის და მარტინის ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგალი, სუფრები და ა.შ. ჩვენ მოღვაწეობა დავიწყეთ 2013 წელს და თანდათან ვიზრდებით, გვემატება გამოცდილება და სულ უფრო და უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ვცდილობთ ღონისძიებების მომსახურების სფეროში.
ვრცლად
დაჯავშნა