დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წელს დაარსდა და ამ დროიდან მოყოლებული კომპანიის გუნდი ადევნებს თვალს ინდუსტრიის დინამიკას და უახლეს ტენდენციებს თანამედროვე საცხოვრებელი და რეკრეაციული კონცეფციების შემუშავებისთვის.
კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს როგორც აპარტოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, ასევე მათ მშენებლობის და შემდგომ მართვას. იმისათვის, რომ კერძო პირების ინვესტიცია კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს, რედკო გთავაზობთ შეძენილი ბინების გაქირავების მომსახურებას.
რედკოს სერვისებში შედის აშენება, გარემონტება, გაყიდვა და მართვა. რედკოში აპარტამენტის შეძენა საქართველოს 4 რეგიონში შეგიძლიათ.
კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს სხვადასხვა ტიპის პროექტს საქართველოს მასშტაბით:
ბათუმი • ბათუმი თაუერ – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი 91 რეზიდენციით და 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო Le Méridien ბათუმი
გუდაური • ახალი გუდაური – აპარტოტელების ქსელი, სადაც აპარტამენტების შეძენა 30 კვ.მ.-დან არის შესაძლებელი და 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო Radisson Blu Gudauri
ბაკურიანი • ველი – სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი
თბილისი • სახლი მზიურთან – საცხოვრებელი კომპლექსი